თურქეთის ქალაქ სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი მიმდებარედ გამავალ გაზსადენზე მომხდარი ძლიერი აფეთქების გამო დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი TRT ავრცელებს.
ტელეარხის მონაცემებით, აფეთქებამდე გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავები გეკჩენიდან სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში გადაამისამართეს, რომელიც ქალაქის ევროპულ ნაწილში მდებარეობს.
წყარო: https://gbc.ge/