სტამბოლში ცნობილი ისტორიული Kapalıçarşı-ს („გრანდ ბაზარი“ ან დიდი ბაზარი) ვიზიტორების რაოდენობა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 14,27 მილიონით გაიზარდა და 39,77 მილიონს მიაღწია.
როგორც TRT-ს ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს „დიდ ბაზარს“ დღეში 100 000-ზე ადამიანი აკითხავს
აღსანიშნავია, რომ სტამბოლის „გრანდ ბაზარი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.
ბაზრის მშენებლობა დაიწყო სულთან მეჰმედ II ფათიჰის დროს 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებისთანავე, ბიზანტიის დედაქალაქის ბაზრების ბაზაზე.