სტამბოლში ახალი მეგა-სასტუმრო იხსნება. 2023 წლის 14 თებერვალს, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო The Peninsula Istanbul ბოსფორის ნაპირზე, პრესტიჟულ გალათაპორტის რაიონში გაიხსნება.
მდიდრული სასტუმრო გალათას კოშკიდან, აია სოფიას, ცისფერი მეჩეთიდან და ტოპკაპის სასახლედან ფეხით სავალ მანძილზეა.
სასტუმროს 177 ნომერი განლაგებულია ოთხ ცალკეულ შენობაში, რომელთაგან სამი დაცული ისტორიული ძეგლია, რომელიც აშენდა 1900-იანი წლების დასაწყისში. თითოეული მათგანი აღდგენილია ისტორიული მემკვიდრეობის საბჭოსთან თანამშრომლობით.
ოთახებში იქნება შეკვეთილი ავეჯი, ფერწერა, თურქული ხალიჩები. სასტუმრო აღჭურვილი იქნება მრავალენოვანი სენსორული მართვის პანელებით. სველი წერტილები მოპირკეთდება მარმარილოთი.
სასტუმრო იმუშავებს ნახევარკუნძულის გრაფიკით, რაც ნიშნავს, რომ სტუმრებს შეუძლიათ შესვლა 06:00 საათიდან და გასვლა 22:00 საათამდე.