სტამბოლში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მე-17 საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე ისაუბრეს. ამის შესახებ Report-ი აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ზე დაყრდნობით იტყობინება.
„ADY Container ასევე წარმოდგენილი იყო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე „Logitrans-2022“. თურქეთში გაგზავნილმა კომპანიის თანამშრომლებმა გამოფენის მონაწილეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნებისა და ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ტვირთის მფლობელი და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ახალი თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. პარტნიორებთან დისკუსიების დროს გაიმართა აზრთა გაცვლა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე“, - განაცხადა ADY Container-მა.