სტამბოლში, გაეროს განვითარების თანამშრომლობის რეგიონალური ოფისის შექმნის საკითხთან მიმართებაში, თურქეთი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეთანხმდნენ. შეთანხმებას ხელი გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში ოსკარ ფერნანდეს ტარანკომ მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას trt.net.tr ავრცელებს.
ხელმოწერის ცერემონიაზე სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ განვითარების თანამშრომლობის ოფისის ყოფნა სტამბოლში, ყოველთვის პრიორიტეტული იყო თურქეთისთვის.
„აღნიშნული ოფისი, გაეროს განვითარების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალური და ქვეყნის ინიციატივების დაკავშირებაში. თურქეთმა, სტამბოლში, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან ერთად, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მიღწეულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს არის თურქეთისა და გაეროს თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი. გაერო ინარჩუნებს თავის ყოფნას თურქეთში. სტამბოლში ამჟამად არის გაეროს რამდენიმე რეგიონალური ოფისი. თურქეთსა და გაეროს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდება მრავალი რეგიონალური და გლობალური საკითხების უფრო სწრაფად მოგვარება. თურქეთი, სტამბოლოს ამ მისიისთვის მოსამზადებლად ყველა ზომებს იღებს“, — განაცხადა სინირლიოღლუმ.
„ჩვენ, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ყოფნით მოხარული ვიქნებით. სტამბული არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი. სტამბოლში შესაქმნელი ოფისი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სხვა რეგიონებსა და ქვეყნებში წვდომის თვალსაზრისით“, — განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე ოსკარ ფერნანდეს ტარანკომ.