მსოფლიოში სიდიდით მეხუთე და თურქეთის ყველაზე დიდი ურბანული პარკი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ამის შესახებ თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა.
ჩვენ ათათურქის აეროპორტის საზოგადოებრივი პარკის პირველ რიგს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთად გავხსნით, - განაცხადა მინისტრმა.
პარკი 2 მლნ კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება და მოიცავს მწანე ნარგავებს, დაახლოებით 70 ათასი კვადრატული მეტრის დახურულ ტერიტორიებსა და სოციალურ ობიექტებს.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ველოსიპედის და სასეირნო ბილიკებით, სათამაშო მოედნებით, ასევე ჩოგბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნებით, სკეიტბორდის ტრასებით და საგამოფენო დარბაზებით.
გარდა ამისა, პარკმა სტიქიური უბედურების შემთხვევაში თავშეყრის ზონები მოაწყო, რომელიც 40 000 კარავს და დაახლოებით 165 000 ადამიანს დაიტევს.
„ათათურქის აეროპორტის საზოგადოებრივ პარკში მოხვედრა ცხრა სხვადასხვა წერტილიდან იქნება შესაძლებელი. მის შესასვლელებში იქნება სათბურები და ბაღები. ამ სათბურებში ნატურალური პროდუქტების მოყვანა იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აქედან ნატურალური პროდუქციის მიღება შეეძლებათ.
სამხრეთ-ჩრდილოეთ მიმართულებით იქნება ხელოვნური ნაკადული, სახელწოდებით აბი ჰაიატ სუიუ, რომლის სიგრძე დაახლოებით 2,5 კმ იქნება“, - განმარტა ქურუმმა.