სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მუზეუმი გაიხსნება. მუზეუმის მშენებლობის დასრულება ივნისში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე მოხდება.
მუზეუმის შენობა ოსმალური არქიტექტურის ელემენტებით იქნება გაწყობილი და ქასიმფაშას რაიონში გაიხსნება, სადაც ერდოღანმა ადრეული ახალგაზრდობა გაატარა. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თურქი პოლიტიკოსის ცხოვრების საკულტო მომენტებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მისი ოჯახის წევრებს და ოჯახურ ფოტოებს. პროექტს ახორციელებს Outdoor Factory (Açıkhava Fabrikası), რომელიც ცნობილია ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებით.
თურქი ჟურნალისტის მურატ საბუნჯუს თქმით, მიწის ნაკვეთის მფლობელი, რომელზეც მუზეუმი შენდება, არის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენი, Rixos Hotels-ის სასტუმროების ქსელის ხელმძღვანელი, ფეტაჰ ტამინჯე.