თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბულის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2000 წლამდე აშენებული ყველა შენობა სეისმომედეგობაზე შეამოწმოს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ 2000 წლიდან თურქეთში სახლები ახალი, უფრო მკაცრი წესების მიხედვით შენდება, რაც უზრუნველყოფს შენობების უსაფრთხოებას.
ინსპექტირების შედეგების საფუძველზე მომზადდება დასკვნა მიწისძვრის რისკის მართვისა და ურბანული კეთილმოწყობის დეპარტამენტისთვის. გარდა ამისა, გამაგრდება ყველა რისკის ქვეშ მყოფი სახლი, ან დაინგრევა და მათ ადგილას ახალი, უფრო უსაფრთხო შენობები აშენდება