სტამბული სავსეა ტურისტით, ქუჩაში გადაადგილება ჭირს, ღიაა, გუგუნებს, გუზგუზებს - ზურა შევარდნაძე

სტამბული სავსეა ტურისტით, ქუჩაში გადაადგილება ჭირს, ღიაა, გუგუნებს, გუზგუზებს - ზურა შევარდნაძე

access_time2021-12-05 11:15:39

გარდენიას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ზურა შევარძნაძე, თურქეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებას და მოგზაურობისას დაუფლებულ განცდებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

პოსტში დეტალურადაა აღწერილი სტამბულის სავაჭრო ხასიათი. სტამბულში სტუმრად ჩასული ქართველი აკვირდება სტამბულურ ყოველდღიურ რუტინას და პარალელებს ავლებს საქართელოსთან. მას გული სწყდება, რომ ქართველები, ცოტა არ იყოს, შრომას გადაეჩვივნენ.

"ცოტა გაბრაზებული და შურის განცდით დავბრუნდი შინ. შინ სადაც ისე ნამდვილად არ ვშრომობთ როგორც სხვა ქვეყნებში, სურვილები , წარმოდგენები, ამბიციები კი ვეჭვობ მათზე მეტიც გვაქვს ვინც ჩვენზე ადრე იღვიძებს და ჩვენზე გვიან იძინებს, შუალედში კი ჩვენგან განსხვავებით შრომობს და ბევრი სხვა რამისთვის არ სცალია - წერს ზურა შევარდნაძე.

იმისთვის, რომ შევარდნაძის თვალით დანახული სტამბული კარგად შეიგრძნოთ, მის  >პოსტს  უცვლელად გთავაზობთ:


"თურქეთიდან დავბრუნდი ორი დღის წინ, საქმე მქონდა და თვალს წყალიც დავალევინე.
სტამბულში რამდენჯერმე ვყოფილვარ, მაგრამ ისე რომ დრო მქონოდა, არსად მეჩქარებოდა პირველად იყო.
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა გაგიზიაროთ.
ქალაქი სავსეა ტურისტით, ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება ჭირს, ღიაა გუგუნებს და გუზგუზებს ბაზრები, კაფეები, რესტორნები, მუზეუმები, საგამოფენო და სავაჭრო სივრცეები. როგორც მოგვიყვნენ ვირუსი პრობლემებს უქმნით, მაგრამ მომეჩვენა ამაზე განგებ არ ლაპარაკობენ და განწყობას ქმნიან თითქოს ყველაფერი რიგზეა, "პრობლემა იოხ". გულმხურვალედ გეპატიჟებიან ყველგან "ბურუნ ეფენდი, ბუირუნ, ხოშგელდნს.."
არსად არ მინახავს ამდენი მონდომებული, ენერგიული ახალგაზრდა კაცი თავგამოდებით მშრომელი, ჭიანჭველებივით, ყველა რაღაცას მიათრევს, მოათრევს, მირბის, მორბის, ადის ან ჩამოდის. ვაკვირდებოდი, ვერც ერთ ადამიანს ვერ ნახავ თავის დახლთან, მოწყენილს, მოღვენთილს, დაღონებულს.. ჭრელჭრელი თავშლების გამყიდველი ამოვიჩემე, დალაგებულ დახლს ურევდა და თავიდან კეცავდა, ალაგებდა, აწყობდა, ახარისხებდა, შოუს აკეთებდა ალბათ გაუცნობიერებლად, არვიცი. ყვეელგან ახალგაზრდა კაცები ჭარბობენ და ერთი სანახავია ან როგორ გეპატიჯებიან, გემსახურებიან, გიხსნიან და გთავაზობენ, ან როგორ ხეხავენ და რეცხავენ ჯაგრისებით ტროტუარებს, დახლებს, მაგიდებს, ფანჯრებს, ვიტრინებს...
ჩაიხანებში თავზე დაგტრიალებენ, სულის მოთქმას არ გაცდიან ჩქარჩქარა ხალისით მოაქვთ წელშიგამოყვანილი ჭიქებით ჩაი, შენც ხვრეპ ამ მომწარო ცხელ სითხეს და ფიქრობ რა ყოჩაღები არიან, როგორ გვჯობნიან.
შუადღის ნამაზზე მინარეთებიდან შენთვის უცხო, უჩვეულო ხმები გესმის და ფხიზლდები, ხვდები რომ სხვა, უცხო ქვეყანაში ხარ, კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობ მაგრამ გირჩევნია ცქერა განაგრძო და აკვირდები..
სულში აქვთ გამჯდარი ვაჭრობა, საღამოს უკვე დაღლილი ძალაგამოცლილები მაინც გულიანად გმასპინძლობენ, გებოდიშებიან, მადლობას გიხდიან, გეხუმრებიან და ცდილობენ ხასიათი გამოგიკეთონ ან იმიტომ რომ ანგარიში არ შეიცხადო ან უბრალოდ სხვანაირად არ იციან.
არც ერთი მოვაჭრე, პოლიციელი, პარიკმახერი, წიგნების, წვრილმანის ან ბოსტნეულის გამყიდველი არ მინახავს ტელეფონში თავჩარგული, ჯერ ხარ შენ და ალბათ თვალს რომ მოეფარები მერე ჩაიხედავს არვიცი..
ვაკვირდებოდი ადამიანებს და მათზე ვისზეც ახლა ვწერ არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, არც დიდი აღზრდა და ოჯახიშვილობა ეტყობოდა რომელიმეს, მაგრამ ამის მიუხედავდ შთამბეჭდავია მათი ეს ჩენთვის იშვიათი უნარი იშრომოს თავგამოდებით, მონდომებით და ბოლომდე დაიღალოს. დასვენებული, გაკვირვებული, ნასიამოვნები, ცოტა გაბრაზებული და შურის განცდით დავბრუნდი შინ. შინ სადაც ყოველთვის მომიხარია, ჩემია, მიყვარს, მტკივა, მეამაყება, მედარდება, მეიმედება და მეფქრება, შინ სადაც ისე ნამდვილად არ ვშრომობთ როგორც სხვა ქვეყნებში, სურვილები , წარმოდგენები, ამბიციები კი ვეჭვობ მათზე მეტიც გვაქვს ვინც ჩვენზე ადრე იღვიძებს და ჩვენზე გვიან იძინებს, შუალედში კი ჩვენგან განსხვავებით შრომობს და ბევრი სხვა რამისთვის არ სცალია," - წერს შევარდნაძე სოც.ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up