სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა წლიურად 12%-ზე მეტად გაძვირდა. ISET ხაჭაპურის ყოველთვიურ ინდექსს აქვეყნებს. ინდექსზე გავლენას ინფლაცია და სტანდარტული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტების ფასები ახდენს. იანვარში დეკემბერთან შედარებით ინდექსი 3.5%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად 12.6%-ით გაიზარდა.
ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტი გარდა კვერცხისა, გაძირდა. კვერცხის ფასი კი 1.9%-ით არის შემცირებული.
წლიურად ფქვილი 19.3%-ით გაძვირდა, ყველი 18.3%-ით, საფუარი 14.5%-ით, კარაქი 12%-ით, ხოლო რძე 7.2%-ითაა გაძვირებული.
“წლის ამ პერიოდში ინდექსის ზრდაზე გავლენას ახდენს პროდუქტების სეზონურობა. ასე მაგალითად რძე უმეტესად ჩანაცვლებულია იმპორტირებული რძის ფხვნილით. ეს კი პირდაპირ იწვევს სხვა რძის პროდუქტებზე ფასების ზრდასაც. ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ლარის გაუფასურებამაც“, - განმარტავენ ISET-ში.
GBC.GE