მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის მაღაზიების ქსელმა Starbucks-მა რუსული ბაზარის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად, კომპანიის 130-ვე ყავის სახლი რუსეთში დაიხურება. ამერიკული კომპანია ქვეყანაში 2000 თანამშრომლის მხარდაჭერას გააგრძელებს - მათ ექვსი თვის განმავლობაში ანაზღაურების გადახდას დაპირდნენ. კომპანიამ რუსეთში ბიზნესი და პროდუქციის მიწოდება ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტა.
Starbucks რუსეთის ბაზარზე 2007 წელს შევიდა. რუსეთის განყოფილება კომპანიის წლიური შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
მარტის დასაწყისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Starbucks-მა განაცხადა, რომ ყავის სახლები მუშაობას გააგრძელებენ და მთელ შემოსავალს კიევს გადასცემდნენ. მაგრამ, მას შემდეგ რაც Coca-Cola-მ, PepsiCo-მ, McDonald's-მა და სხვებმა რუსეთში მუშაობა დროებით შეწყვიტეს Starbucks-მა კურსი შეცვალა და ყავის სახლები დროებით დახურა.
წყარო: kommersant.ru