ყავის სახლების ახალი ქსელი Stars Coffee, რომელმაც რუსეთში Starbucks-ი ჩაანაცვლა, უცხოეთის ბაზრებზე გაფართოებას გეგმავს. პროექტის თანახმად, პირველად ეტაპზე საზღვარგარეთ 20 ობიექტი გაიხსნება.
ABC-ს ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის სადაც Stars Coffee შესვლას აპირებს არის სომხეთი, ირანი, ერაყი, ქუვეითი, პალესტინა, ომანი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ამერიკული ყავის მაღაზიათა ქსელის Starbucks-ის აქტივები ერთობლივად შეიძინეს რეპერმა ტიმურ იუნუსოვმა (ტიმატი), ბიზნესმენმა ანტონ პინსკიმ და სინდიკამ.
თავად Starbucks-მა რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიიღო. 8 მარტს Starbucks-მა გამოაცხადა რუსეთის ფედერაციაში ყველა საქმიანობის, მათ შორის პროდუქციის მიწოდების დროებით შეწყვეტის შესახებ.