სტარტაპების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოზიდული ინვესტიციის არასწორი გადანაწილებაა - ქეთი ებანოიძე

სტარტაპების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოზიდული ინვესტიციის არასწორი გადანაწილებაა - ქეთი ებანოიძე

access_time2022-12-27 22:00:22


სტარტაპების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოზიდული ინვესტიციის არასწორი გადანაწილებაა — ამის შესახებ Impact Hub Tbilisi-ს დამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემაში „ნეირონი“ განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა სტარტაპ ეკოსისტემა, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს.


„Impact Hub მხოლოდ სივრცის გაქირავებაზე არ არის ორიენტირებული, არამედ სხვადასხვა საინტერესო იდეების თავმოყრის ადგილია. სწორედ ამიტომ როდესაც გავხსენით Impact Hub დავიწყეთ სხვადასხვა პროგრამის და პროექტის განხორციელება, რომელიც ემსახურება მეწარმეობის, სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას.


საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გავნითარდა სტარტაპების ეკოსისტემა და არის ქართველ ახალგაზრდებში ის პოტენციალი, რომ შექმნან ისეთი სტარტაპი, რომელიც უნიქორნი იქნება. თუმცა აქ რამდენიმე პრობლემაა, ინვესტორებს უნდათ რომ სტარტაპის საკონტროლო პაკეტი აიღო, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან სტარტაპი დგას გუნდზე და მათი მოტივაციაზე, ინვესტორმა თუ ეს მოტივაცია გამოაცალა, ჩათვალე რომ ის მოკვდება. გარდა ამისა, მეორე პრობლემაა რომ ინვესტორების რაუნდები ერთჯერადი არ არის, ამიტომ შენ როგორც ინვესტორს უნდა გქონდეს შესაძლებლობა რომ გახსნა შემდეგი რაუნდები. ამიტომ ვთვლი, რომ ქართველ ინვესტორებთან გასავლელია ეს საკითხები, თუმცა ამ მხრივაც წინსვლაა. 



რამდენიმე ხნის წინ კვლევა ჩატარდა თუ რატომ „ფეილდებიან“ სტარტაპები და ერთ-ერთი ოცეულში მოწინავე ადგილზე იყო ე.წ. „ქეშის გახარჯვა“ ანუ სტარტაპების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოზიდული ინვესტიციის არასწორი გადანაწილებაა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი ფინანსურ ნაწილს ფარავდეს და ხარჯვის ცოდნა არსებობდეს. ჩვენ ფაქტობრივად ვფარავთ ყველა იმ ნაწილს რაც სტარტაპს შესაძლოა დასჭირდეს, დაწყებული მარკეტინგით და ბიზნეს მოდელით, ფიჩინგით და ფაქტობრივად ყველა ის ნაწილი რაც სტარტაპში უნდა დაიფაროს ვანაზღაურებთ, თუმცა რა თქმა უნდა ბიზნეს მოდელი ხშირად „აქილევსისი ქუსლია“ და გვიწევს ამ კუთხით აქტიური მუშაობა“,  აღნიშნავს ქეთი ებანოიძე.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ რომ საკუთარი იდეის განხორციელება და ამ იდეის ირგვლივ სხვების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია.


„ბავშვებს სკოლიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ არამარტო დიდ კორპორაციებში მუშაობაზე უნდა იფიქრონ, არამედ მთავარია ეცადონ განახორციელონ თავიანთი იდეები, შემოიკრიბონ ამ იდეის გარშემო სხვები და შექმნან ისეთი კომპანია როგორშიც მათ სურთ მუშაობა. 


რაც შეეხება გენდერულ გადანაწილებას, ამ მხრივ ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს, კაცები ტექნოლოგიებში უმრავლესობაში არიან, თუმცა ამაზეც აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ქალების ჩართვა უფრო მეტად მოხდეს“,  აღნიშნავს ქეთი ებანოიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up