Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

Startup Drive-ის აქსელერაციის ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ

access_time2022-03-30 18:17:38

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“  სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესიდეები წარადგინეს. ავტოინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20-მდე სტარტაპმა პრეაქსელერაციის ეტაპი გაიარა. აქსელერაციის ეტაპზე გადასული 10 გუნდი კი სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა:     


  1. Autoelement - მეორადი ავტონაწილების P2P ონლაინმაღაზია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნაწილისა და ავტომობილების მფლობელებს;
  2. Ivi legal - იურიდიული პლატფორმა ლოჯისტიკის სექტორისთვის, რომელიც შექმნილია სატვირთოს მძღოლების მხარდასაჭერად, კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესში;
  3. Sos auto - ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია ავტოდახმარების, ევაკუატორის გამოსაძახებლად;
  4. Take me - მძღოლებისა და მგზავრების დასაკავშირებელი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამანათების სანდოდ და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
  5. MG Drones - მცირე და საშუალო ზომის ამანათების ტრანსპორტირება ტექნოლოგიურად დახვეწილი დრონების საშუალებით;
  6. Cartune - Airbnb-ის შინაარსის აპლიკაცია ავტოინდუსტრიაში, რომლის მიზანია, მომხმარებლები დააკავშიროს ავტოხელოსნებთან;
  7. Unipass - სატრანსპორტო კომპანიებისა და მგზავრების დამაკავშირებელი ერთიანი პლატფორმა, რომელიც აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ზრდის უსაფრთხოებას. პლატფორმა წარმოადგენს Web და Mobile ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ პროდუქტს ჯავშნების მიმართულებით;
  8. Egarage - აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის მძღოლს შესაძლებლობას აძლევს, აკონტროლოს სერვისის მიღების ვადები;
  9. Opucat - მოპედებისთვის განკუთვნილი სამგზავრო ჩანთა გათბობისა და გაცივების სისტემით;
  10. SD - ჭკვიანი ტექნოლოგია უსაფრთხო მგზავრობისთვის. მოწყობილობა ახდენს ნასვამი მძღოლის იდენტიფიცირებას, ამოიცნობს, არის თუ არა ერთი და იგივე პირი ალკოტესტის ჩამბარებელი და მანქანის მძღოლი.


აქსელერაციის ეტაპისთვის შერჩეული სტარტაპები 5000-ლარიან გრანტს მიიღებენ. მომავალი 3 თვის განმავლობაში გუნდები მიღებული ინვესტიციით საკუთარი ბიზნესიდეის პროტოტიპის ფორმირებასა და ტესტირებაზე იმუშავებენ. მათ ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაში დარგობრივი სპეციალისტები და გამოცდილი სტარტაპერები დაეხმარებიან. მონაწილეებს ექნებათ ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან, დაესწრებიან P2P შეკრებებსა და მოწვეული სპიკერების სესიებს. საბოლოოდ, სტარტაპის შედეგებსა და პროტოტიპებს გუნდები დემო დღეზე წარადგენენ და გამარჯვებულებს ექნებათ წვდომა 200 000ლარიან საინვესტიციო ფონდთან.


Startup Drive-მა გვაჩვენა, რომ კორპორაციული სააქსელერაციო პროგრამის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მოთხოვნა მაღალი იყო ავტოინოვაციების მიმართულებითაც. პრეაქსელერაციის ეტაპის შემდგომ, სესიებისა და მენტორების დახმარებით, შერჩეული სტარტაპების განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა გვაქვს. მიხარია, რომ 10 ძალიან საინტერესო სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კიდევ უფრო რეალური გახადოს“,- ირაკლი ქაშიბაძე, „Future laboratory“-ის დამფუძნებელი.



„ავტოინდუსტრია ბოლო წლებში ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა, ამ მიმართულებით, ბევრი სტარტაპი აქტიურად მუშაობს. Startup Drive-ით, სწორედ ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. 15 იდეა მოვისმინეთ და მიხარია, რომ არჩევანის გაკეთება მარტივი არ იყო. ეს უკვე ნიშნავს პროექტის წარმატებას და  კიდევ ერთ ნაბიჯს სტარტაპ ეკოსისტემის განსავითარებლად“, -  დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი.


Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. 3 კვირის განმავლობაში გუნდები სხვადასხვა თემატურ სესიას დაესწრნენ და რეკომენდაციები ქართველი და უცხოელი მენტორებისგან მიიღეს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up