სტატუსი: „არ შედგა“ - მთავრობა საბრენდე სპირტს აუქციონებზე ვერ ყიდის

სტატუსი: „არ შედგა“ - მთავრობა საბრენდე სპირტს აუქციონებზე ვერ ყიდის

access_time2021-06-29 12:00:46

eAuction.ge-ს საძიებო სისტემაში საბრენდე სპირტის გაყიდვის მიზნით ჩატარებული აუქციონების რაოდენობა რამდენიმე ათეულ გვერდს აჭარბებს. აუქციონების 80 პროცენტი კი წარმოდგენილია სტატუსით: „არ შედგა“. მთავრობა მის საკუთრებაში არსებულ ტონობით საბრენდე სპირტს ვერ ჰყიდის.

 

მთავრობის საკუთრებაში არსებულ შპს აკურასა და მოსავლის მართვის კომპანიას აქვთ ვალდებულება, რომ შეიძინონ ყურძენი, რომლითაც საბრენდე/საკონიაკე სპირტი უნდა დაამზადონ. ამ პროცესს მთავრობა ყურძნის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. მიღებული პროდუქტს კი ეს კომპანიები აუქციონების გზით ჰყიდიან ღვინისა და ბრენდის კერძო მწარმოებლების დასაინტერესებლად.

 

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აუქციონების უმეტესობა უშედეგოდ სრულდება და პროცესისთვის დახარჯული თანხები კი ბიუჯეტში ასახვას ვერ ჰპოვებს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრენდე სპირტის რაოდენობა კი იზრდება.  „კომერსანტი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ აუქციონები არ შეწყდება, სანამ საბრენდე მასალის მთელი მარაგი არ ამოიწურება.

 

„ძირითადად, აუქციონზე რაც გატანილი იყო, იმის 20% გაიყიდა. ჩვენი პოლიტიკა და ტაქტიკაა, რომ სანამ ბოლომდე არ გაიყიდება ეს საბრენდე სპირტი, აუქციონი ყოველთვის იქნება. ყველაზე ბევრი იყიდება წლის ბოლოს და რთველის დასაწყისში. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პერიოდებში აქტიურობასაც დავინახავთ“, - გვითხრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.



საიდან დაგროვდა დიდი მოცულობის სპირტი და რა თანხებზეა საუბარი? – ამ კითხვაზე პასუხია რთველის სუბსიდირების პროგრამა, რის მეშვეობითაც 2020 წელს 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა სახელმწიფომ. მთლიანობაში 2020 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა.

 

2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა ღვინის ქარხნებმა 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარეს.  2019 წელს შესყიდული ყურძნის ღირებულება 80 მილიონი ლარი, 2018 და 2017 წლის სუბსიდია კი 40–40 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, სუბსიდირების ზრდასთან ერთად ბაზარზე სახელმწიფო ჩარევაც მზარდია. პარალელურად კი სახელმწიფოს მარაგებში სუბსიდიის შედეგად შესყიდული და გადამუშავებული სპირტის მარაგები იზრდება, კერძო სექტორი კი ამ სპირტის შესაძენად, ჯერჯერობით, დიდ ინტერესს არ გამოხატავს.

 

 „კომერსანტმა“ დეტალური ინფორმაციისთვის ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული აუქციონების რაოდენობასა და შედეგებთან დაკავშირებით. მიღებულ მონაცემებს კომერსანტი მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

 

კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up