ევროპის უმსხვილესი ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძროხის ხორცი შამპანურის მსგავსად ფუფუნებად იქცევა, რადგან კლიმატი წარმოებაზე ახდენს ზემოქმედებას.
”ძროხის ხორცი იქნება ფუფუნების პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, როდესაც საკუთარი თავის განებივრება გვსურს”, - განუცხადა დანიური Crown-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იას უოლერმა გაზეთ Berlingske-ს.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხორცის მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი არიან შეზღუდონ სასათბურე გაზების გამოყოფა: კვების მრეწველობის გამონაბოლქვის 57% მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაზე მოდის. მეცხოველეობიდან მეთანის გამონაბოლქვის აღმოფხვრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლიმატური გამოწვევაა მწარმოებლებისთვის.
წყარო: Bloomberg, ბიზნესფორმულა