საავტომობილო კონცერნ Stellantis-ის გადაწყვეტილებით რუსეთში ავტომობილების წარმოება შეწყვეტილია. საუბარია ქალაქ კალუგაში მდებარე ქარხანაზე ПСМА Рус, სადაც კონცერნი აწყობდა ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა Citroen C4, Peugeot 408 და კომერციული დანიშნულების ავტომობილებს ბრენდებისთვის Opel, Citroen და Peugeot, მათ შორის იყო მოდელები - Citroen Jumpy/Peugeot Expert, Citroen Spacetourer/Peugeot Traveller, ასევე Opel Zafira Life და Vivaro, სატვირთოები Peugeot Partner/Citroen Berlingo/Opel Combo და მათი სამგზავრო ვერსიები — Citroen Berlingo Multispace, Peugeot Partner Crossway და Opel Combo Life.
გასული წლის მაისიდან აქვე წარმოებდა საექსპორტო დანიშნულების დიზელის ძრავების წარმოება. ПСМА Рус-ში ხდებოდა ასევე, წინა თაობის Mitsubishi Outlander-ის და Pajero Sport-ის წარმოება.
კალუგის ქარხანა ПСМА Рус არის ერთობლივი საწარმო, რომლის 70% ეკუთვნის Stellantis, ხოლო 30% Mitsubishi Motors Corporation-ს. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნულ საწარმოში საქმიანობა 10 აპრილს შეწყვიტა ფორმულირებით „გაურკვეველი ვადით. ახლა კი როგოც ჩანს, Stellantis-ის დროც მოვიდა - დღეიდან ქარხანა სრულად გაჩერდა.