ტრანსნაციონალური საავტომობილო კომპანია Stellantis-ი აცხადებს, რომ აჩერებს ახალი ავტომობილების ექსპორტს რუსეთში და იმპორტს იქედან. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„Stellantis-ის მთელი ექსპორტი რუსეთში და იმპორტი იქედან გაჩერებულია,“ - აცხადებს სააგენტო. Stellantis-ის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის კალუგას ქარხანა საშტატო რეჟიმში მუშაობს.
კორპორაცია Stellantis-ის ფორმირება 2021 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც იტალიურ-ამერიკული Fiat Chrysler Automobiles-ი ფრანგულ კომპანიას PSA Group-ს შეუერთდა. Stellantis-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია 14 ბრენდი, რომელთა შორისაა: Citroёn, Fiat, Opel, Peugeot და სხვ.
bpn.ge