ბოლო დროს მსოფლიოში სხვადასხვა ციფრული ვალუტები გახდა პოპულარული. მათ შორის, საქართველოში მყარად იკიდებს ფეხს STEPN, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შოკური ვარდნა განიცადა, თუმცა კურსი ნელ- ნელა დასტაბილურებისკენ მიდის და ე.წ. ბოტასის მფლობელებმაც მღელვარება უკან მოიტოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული კრიპტო ვალუტების ღირებულება პერიოდულად ეცემა, ინსტიტუციონალური ინვესტორები და მსხვილი ბანკები ციფრული ვალუტის სფეროს სერიოზულ აქტივებად მიიჩნევენ.
წარმოგიდგენთ პოპულარული კრიპტოვალუტის ფასების ცვლილებას ბოლო 7 დღის განმავლობაში:
Bitcoin -ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 12.25%-ით შემცირდა. ბოლო 24 საათში კი 1.36% -ით. მისი ღირებულება დღეს 29,473.00 დოლარია.
Ethereum -ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში დაეცა 18.39% -ით. ბოლო 24 საათში 1.63%-ით. დღეს ერთი Ethereum 2,005.50 დოლარი ღირს.
Tether-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში შემცირდა 0.10% -ით. ერთი Tether 0.9989 დოლარი ღირს.
USD Coin-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 0.03% -ით შემცირდა. ბოლო 24 საათში კი 0.07% -ით. ერთი USD Coin დღევანდელი მონაცემებით 1.00 დოლარი ღირს.
BNB-ის ღირებულება 7 დღის განმავლობაში 16.15% -ით შემცირდა. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1.22% - ით. ერთი BNB 290.85 დოლარი ღირს.
Terra LUNA 7 დღის განმავლობაში 100.00% -ით დაეცა. ერთი LUNA-ს ღირებულება 0.0002346 დოლარია.
ერთი STEPN GMT კი დღეს 1.41 დოლარი ღირს. ბოლო 7 დღის განმავლობაში, მისი ღირებულება 46.56-ით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ვალუტები დასტაბილურების ფაზაში არიან და მოსალოდნელია გაუმჯობესება.