ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება სულ უფრო რეალური ხდება

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება სულ უფრო რეალური ხდება

access_time2022-04-07 14:00:20

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანებას მოისურვებენ, NATO მათ გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას, სტოლტენბერგის განცხადებაზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.


„რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ველი, რომ 30-ვე მოკავშირე მას დაეთანხმება“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა სამშაბათს, 5 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით NATO საბოლოო რატიფიცირებამდე შუალედური პერიოდისთვის სავარაუდოდ ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების გზებს გამოძებნის.


ეკონომიკურად 2 მაღალგანვითარებული სახელმწიფო ფინეთი და შვედეთი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისგან ბოლო დრომდე თავს იკავებდნენ, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჰელსინკსა და სტოკჰოლმში პოლიტიკოსები სხვანაირად დააფიქრა, განწყობები NATO-ს სასარგებლოდ მოსახლეობის რიგებშიც შეიცვალა.



უკრაინაში ჩავარდნილი ბლიც-კრიგის მიუხედავად რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ ფინეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა ის რუსეთის მორიგ სამიზნედ აქციოს.


ფინეთთან სამხედრო კონფლიქტი რუსეთისთვის სასიამოვნო გასახსენებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. 1939 წელს სტალინის სურვილმა მოეხდინა ფინეთის სრული ანექსია ფიასკო განიცადა. ცოცხალ ძალასა და შეიარაღების რაოდენობას შორის არსებულ წარმოუდგენელი კონტრასტის მიუხედავად, ფინეთმა ტერიტორიის 11% დაკარგა, მაგრამ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. 240 000 ჯარისკაცს 760 000-ის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა, 32 ტანკს 6540-ის წინააღმდეგ, 114 თვითმფრინავს 3880 თვითმფრინავი უპირისპირდებოდა, მაგრამ თუ ფინეთმა 25 000 ჯარისკაცი დაკარგა საბჭოთა მხრიდან მსხვერპლმა 165 000-ს გადააჭარბა.


დღეს ფინეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $49 000-ს აღწევს, რუსეთში $10 200-ს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ფინეთში 82.5 წელია (ქალებისთვის 85.1 და კაცებისთვის 79.8) ხოლო რუსეთში 73 წელი (ქალებისთვის 78.2-და და კაცებისთვის 67.6-ს).


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up