სტრადა მოტორსი: ავტომობილების მეორად ბაზარზე კომპანიების ნაწილი დაიხურა

სტრადა მოტორსი: ავტომობილების მეორად ბაზარზე კომპანიების ნაწილი დაიხურა

access_time2021-11-15 16:00:20

მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოთამაშე მცირე კომპანიების ნაწილმა პანდემიის შედეგად არსებულ კრიზისს ვერ გაუძლო და დაიხურა.



როგორც „სტრადა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მეორადი ავტომობილების ბაზარი უფრო არაორგანიზებულია, რადგან ბევრი ფიზიკური პირია, ბევრი ისეთი მცირე კომპანიაა, რომელიც ავტომობილების ჩამოყვანას და გაყიდვას ცდილობს.



მისი განმარტებით, ასეთი კომპანიების უმრავლესობამ ვერ გაუძლო კრიზისს, ბევრმა კომპანიამ, რომლის დაფინანსების წყარო იყო კრედიტები, გაუჭირდათ სესხის მომსახურება, რადგან მათი შემოსავალი ციკლის უწყვეტობაზე იყო დამოკიდებული. რაც შეეხება საშუალო და უფრო დიდ კომპანიებს, რომლებიც ახალი ავტომანქანების იმპორტს ახორციელებენ, კრიზისს გაუმკლავდნენ.




„სტრადა მოტორსის გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, მართალია, გარკვეულმა ბრენდებმა შეწყვიტეს ავტომობილების შემოყვანა, თუმცა ასეთი იმპორტიორი კომპანიები არ გაუქმებულა.

„გაუჭირდათ ნამდვილად, მათ შორის ჩვენც მოგვიწია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, მოვძლიერდით“, - აცხადებს ასანიშვილი.



მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს 2019 წელთან შედარებით ავტომობილების იმპორტის დაახლოებით 10%-იანი ზრდა იქნება, რეექსპორტის მაჩვენებელი კი 5%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში, ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს. როგორც ასანიშვილი აცხადებს, ავტომობილებზე ფასების შემცირებას მომხმარებელი 2022 წლის ბოლოდან უნდა ელოდოს.



“საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზე იყო. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 338.2 მლნ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.3%) შეადგინა. სუბუქი ავტომანქანები, 632.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი იმპორტის 9%), საიმპორტო კალათის სათავეშია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up