სტრადა მოტორსის გაყიდვების 70% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის

სტრადა მოტორსის გაყიდვების 70% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის

access_time2022-11-28 23:30:29

 

 

პანდემიის შემდეგ ბიზნესის საკმაოდ ბევრ სექტორში მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზე ალაპარაკდნენ, გამონაკლისი არც საავტომობილო ბიზნესი აღმოჩნდა.

 

„სტრადა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ასანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის გაყიდვების 70% კორპორატიულ მიმართულებაზე მოდის. ბოლო პერიოდში კი მომხმარებლები აქცენტს ახალი ავტომობილების შეძენაზე აკეთებენ.

 

„ჩვენი კომპანია ნაკლებადაა ორიენტირებული ავტომობილების ექსპორტზე. ჩვენ  ძირითადად, საქართველოს ბაზარს ვამარაგებთ. კომპანიები ვითარდებიან, ბიზნესებს აფართოებენ. თუმცა, ახალი ტენდენციაც შეინიშნება -  თუ ადრე კომპანია უპირატესობას მეორადი ავტომობილების შესყიდვაზე აკეთებდა, ახლა აქცენტი ახალი ავტომობილების შეძენაზეა.

 

დაიმსხვრა ის წარმოდგენა, რომ კომპანიას მეორადი ავტომობილის შესყიდვა უფრო იაფი უჯდება, რადგან ამ შემთხვევაში ბიზნესს საბოლოო ჯამში უფრო მეტის გადახდა უწევს.

 


დღეს ქვეყანაში საბანკო სისტემა საკმაოდ კარგადაა განვითარებული. შესაბამისად, ძალიან ბევრ კომპანიას თუ არ აქვს საშუალება, რომ ავტომანქანა პირდაპირი შესყიდვის წესით შეისყიდოს, შეიძლება სესხითაც ისარგებლოს,“ - აცხადებს ასანიშვილი.

 

მისივე განცხადებით, ზრდის ტენდენციაა  „სტრადა ავტოს“ კორპორატიული კლიენტების კომერციულ ნაწილში (ამაში არ შედის სამთავრობო ტენდერები, იგულისხმება მხოლოდ კერძო კომპანიებისთვის შეძენილი სამარშრუტო ტაქსები თუ სატვირთო ავტომობილები). როგორც ასანიშვილი განმარტავს, ეს წილი დღეს 40-45%-მდეა გაზრდილი.

 

„სტრადა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, გაყიდვების 30%-მდე  საცალო ბაზარზე მოდის. ასანიშვილი აცხადებს, რომ ამ ნაწილში გაყიდების დრამატული ზრდა არ ფიქსირდება, თუმცა, მაჩვენებელი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელები აქცენტს ახალ ავტომობილებზე აკეთებს.

 

ასანიშვილის ინფორმაციით, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე გაიზარდა და ეს დიდი ალბათობით მომხმარებლებში არსებულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება.

 

„ეშინიათ, რომ სამომავლოდ ისე არ გაძვირდეს მანქანები, რომ ვეღარ შეძლონ ყიდვა, ამიტომ, შესყიდვებს ახლა ახორციელებენ,“ - აცხადებს ასანიშვილი.

 

მისივე  ინფორმაციით, გასული წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალი ავტომანქანების ფასები დაახლოებით 10-15%-ითაა გაზრდილი.

 

შეგახსენებთ, „სტრადა ავტოს“ შემადგენლობაში შედის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა, FIAT-ი, Alfa-romeo, Jeep-ი და სხვა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up