სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობას €25 000-ის გადახდა დააკისრა.
აღნიშნული თანხიდან 10 000 ევრო განკუთვნილია აპლიკანტის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 15 000 ევრო კი - სასამართლოს პროცესების ხარჯების ანაზღაურებისთვის.
სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) საპროცესო ასპექტში.