„მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში...“ - რას გულისხმობს თავდაცვის ახალი კოდექსი და რა რისკი ახლავს სტუდენტების გაჯარისკაცებას

„მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში...“ - რას გულისხმობს თავდაცვის ახალი კოდექსი და რა რისკი ახლავს სტუდენტების გაჯარისკაცებას

access_time2023-03-03 10:00:45

2025 წლის 1-ელი იანვრიდან თავდაცვის ახალი კოდექსი ამოქმედდება, რაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირებას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევა.


„დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.


მისი თქმით, ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება გაწვევას და მათი შერჩევა მოხდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ აღნიშნულ რეფორმას, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, განათლების კომიტეტის წევრები და სფეროს სპეციალისტები. 


უნივერსიტეტების წარმომადგენლების უმრავლესობა აღნიშნულ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან თვლიან, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მინისტრის მოადგილის განცხადება არის ცნობილი, სხვა რაიმე დამატებითი დეტალური დოკუმენტი მათ არ აქვთ. თავისუფალი უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა კოკაია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რადგან კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა და უნივერსიტეტი წერილობითი არ გაცნობილა ინფორმაციას თუ კონკრეტულად რაზე არის საუბარი, კომენტარის გაკეთება რთულია. მისი თქმით, სტუდენტების მხრიდან ბევრი კითხვა გაჩნდა, განსაკუთრებით შემთხვევითობის პრინციპით შერჩევასთან დაკავშირებით და ისინიც ელიან დამატებით დეტალებს. 


განათლების კომიტეტის წევრების უმრავლესობამ „კომერსანტის“ ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. კომიტეტის წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ლადო კახაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის ცოდნა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, ამიტომ რეფორმა სრულ შესაბამისობაში მოვა სტუდენტის სასწავლო პროგრამასთან, ანუ ეს 180 დღე გადანაწილდება არდადეგების პერიოდზე.



„სასწავლო პროცესის ხარჯზე ეს არ მოხდება. სტუდენტები რომლებიც განათლებას ღებულობენ ვერავინ მათ ამ პროცესიდან ვერ ამოაგდებს. რეფორმა გულისხმობს, რომ სწავლის 4 წლიან პერიოდზე გადანაწილდეს სავალდებულო გაწვევის 6 თვიანი პერიოდი ანუ პირველი დონე. ეს სრულ შესაბამისობაში მოვა სტუდენტის სასწავლო პროგრამასთან, ანუ ეს 180 დღე გადანაწილდება არდადეგების პერიოდზე. არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა და 4 წლის თავზე, როდესაც დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან უკვე რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ თავდაცვით უნარ-ჩვევებს. თავდაცვის ცოდნა აუცილებელია, ჩვენი ქვეყანა ხომ თავდასხვის ომებს არ აწარმოებს, მხოლოდ თავდაცვის ცოდნა გვჭირდება“,  განმარტა ლადო კახაძემ.


განათლების კომიტეტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ არცერთი პარლამენტარი და მინისტრებიც კი ჯარში ნამყოფები არ არიან, ამიტომ ახალი კანონით მათ არა თუ ქვეყნის შეიარაღების გაუმჯობესება, არამედ ახალგაზრდების გაკონტროლება სურთ.


„ამ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს არც თავდაცვასთან, არც რეფორმასთან, არამედ უნდათ ძველის აღდგენა. ყველაზე ღარიბი, გაუნათლებელი და დაბალი სოციალური ჯგუფი უნდათ რომ აღმოჩნდეს ჯარში, რაც არაადამიანურად უსამართლოა. მათი რეფორმაა, რომ თუ სოციალურად დაუცველი ფენა არ ეყოფათ, მერე სტუდენტებზე გადავლენ. არც ერთი პარლამენტარი ან მისი შვილი, ან ოჯახის წევრი არ არის ჯარში ნამყოფი. მინისტრი, როგორც მოქმედი არა არის ჯარში ნამყოფი, ისე იმის წინასაც არ უმსახურია. პრემიერ-მინისტრი ჯარში არაა ნამყოფი. ფაქტობრივად, გვაქვს ფარისევლობის კამპანია. საყოველთაო ტყუილია, არავინ ჯარში არაა ნამყოფი. ქვეყნის შეიარაღება კი არ უნდათ, სინამდვილეში სურთ, მთელი ქვეყანა კონტროლ ქვეშ ჰყავდეთ. ჯარი სინამდვილეში არის სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის. პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, ახალგაზრდები თვითონ მოისურვებენ სამხედრო სამსახურის გავლას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა არაა. 125 ლარია ხელფასი დღეს, მეტი რა უნდა ითქვას“,  თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 


ანალიტიკოსმა ანდრო გოცირიძემ სტუდენტთა გაწვევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ არის მხოლოდ თავდაცვის სფეროს მოვლენა და მის სიჯანსაღეს გავლენა აქვს განათლების მიმართულებაზეც, თუმცა თუ წვევამდელთა ჯარი არ იქნება პრესტიჟული, შესაბამის პირობებში, შესაბამისი წვრთნებით უზრუნველყოფილი, ყოველთვის იარსებებს კორუფციის რისკი.


„რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას სტუდენტებზე, ტექნიკურ დეტალებში შეგნებულად არ შევალ, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სავალდებულო სამსახურში გაწვევა ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო: ე.ი მიწვევთ, ვწყვეტ სწავლას, ვწყვეტ სამსახურს და ა.შ, რადგან ეს თანამედროვე საბაზრო ურთიერთობებს არ შეესაბამება და ახალგაზრდების დემოტივაციას გამოიწვევს. შესაბამისი პირობების გარეშე, გაწვევისგან თავდახსნა ყოველთვის იქნება აღებმიცემობის, კორუფციის საფუძველი და ეს სახელმწიფოს დამატებით რისკებს გაუჩენს. გასაწვევთა მოტივირებისათვის უფრო ჭკვიანური, მოქნილი მოდელები უნდა იქნეს შეთავაზებული, რომ სტუდენტებმაც იმსახურონ არა ძალდატანებით“,  თქვა ანდრო გოცირიძემ.


განათლების ექსპერტი ზურაბ ვახანია კი ამბობს, რომ სტუდენტების უმრავლესობა უნივერსიტეტში სწორედ ჯარისგან თავის ასარიდებლად აბარებს და არა განათლების მისაღაბად, ამიტომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპი, სწორედ მათ უნდა შეეხოთ და არა იმ სტუდენტებს ვისაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ.


„შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რატომ უნდა მოხდეს გადარჩევა? ამის ნაცვლად, ეს იმ სტუდენტებს უნდა შეეხოთ, ვისაც კურსიდან კურსზე გადასვლა უჭირთ, არ ესწრებიან ლექციებს და ტყუილად აცდენენ ადგილს. ამიტომ შემთხვევითობის პრინციპით კი არ უნდა მოხდეს შერჩევა, არამედ ზუსტად უნდა იცოდნენ ვინ წაიყვანონ. ჩვენთან ყველა სტუდენტი ხდება ვისაც არ ეზარება, მთავარია ფული გადაიხადონ, ამიტომ ეს არასწორია, არც ისაა სწორი ჯარისგან არიდების გამო რომ აბარებენ, ამიტომ სხვა სტუდენტები მათ ნაცვლად არ უნდა დაიჩაგრონ“, - ამბობს ვახანია.


თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გაწვევას ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება, მათი შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოხდება თუმცა რას გულისხმობს ეს პრინციპი, გიორგაძეს არ დაუკონკრეტებია. გარდა ამისა სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6, 8, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად ოთხწლიანი პროგრამა. გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობაც და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა, გადავადების უფლების გამოყენება კი პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up