ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway ბიზნესის 10 მილიარდ დოლარად გაყიდვას განიხილავს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გაყიდვის გზით იგეგმება კერძო საინვესტიციო კომპანიების ან პოტენციური კორპორატიული მყიდველების მოზიდვა.
Subway არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას ჰქონდა დაახლოებით 37,000 ლოკაცია მთელს მსოფლიოში და იყო ყველაზე დიდი რესტორნების ქსელი აშშ-ში (21,000 ლოკაცია).