უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, სუდანში ევროკავშირის ელჩს, აიდან ოჰარას მის რეზიდენციაში თავს დაესხნენ.
"რამდენიმე საათის წინ სუდანში ევროკავშირის ელჩს მის რეზიდენციაში თავს დაესხნენ. ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა. დიპლომატიური შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებაა". – წერს ბორელი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ სუდანში სამი დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს.