სუეცის არხის გაფართოების პროექტი 2-წლიანი მუშაობის შემდეგ, სავარაუდოდ, 2023 წლის ივლისში დასრულდება. ამის შესახებ სუეცის არხის სამმართველოს (Suez Canal Authority-SCA) ხელმძღვანელმა, ოსამა რაბიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არხის ამჟამინდელი და მასთან ერთად, მეორე ზოლის დაჩქარებულად გაფართოების გეგმა SCA-მ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გიგანტური კონტეინერმზიდი Ever Given შარშან, 6 დღით შელფზე გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა გადაკეტა.
„პროექტი 24 თვეში დასრულდება. ჩვენ ის 2021 წლის ივლისში დავიწყეთ და 2023 წლის ივლისში დავასრულებთ,“ - აცხადებს ოსამა რაბი.
მისი თქმით, გემები არხზე კოლონებად გადიან და მეორე ზოლის გაფართოება გამტარუნარიანობას ექვსი გემით გაზრდის.
ადრე გამოცხადებული გეგმის მიხედვით, არხი აღმოსავლეთის მიმართულებით 40 მეტრამდე გაფართოვდება და 72 ფუტის სიღრმის გახდება.
„ეს გემების ნავიგაციას არხის ამ რთულ ნაწილში 28%-ით გააუმჯობესებს,“ - აცხადებს ოსამა რაბი.
BPN.GE