სატვირთო ხომალდი Glory ეგვიპტის ქალაქ ელ კანტარასთან ახლოს სუეცის არხში მეჩეჩზე დაჯდა. ბუქსირები ხომალდის ადგილიდან დაძვრას ცდილობენ.
ხომალდს, რომელიც მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ ცურავს, მშრალი ტვირთი გადააქვს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში, 400 მეტრის სიგრძის საკონტეინერო ხომალდი Ever Given, სუეცის არხის სამხრეთ მონაკვეთში გაიჭედა და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაკეტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სანაოსნო გზა. მსოფლიო გადაზიდვების დაახლოებით 15% სუეცის არხზე გადის. სუეცის არხში გადატვირთულობის გამო მსოფლიო ვაჭრობა ყოველ საათში 400 მილიონ დოლარს კარგავდა.