სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საათში $400 მილიონის ღირებულების ტვირთი ფერხდება

სუეცის არხში წარმოქმნილი საცობის გამო საათში $400 მილიონის ღირებულების ტვირთი ფერხდება

access_time2021-03-26 13:10:00

სუეცის არხში გაჭედილი უზარმაზარი საკონტეინერო გემი Ever Given-ის გამო ყოველ საათში $400 მილიონის ღირებულების საქონლის გატარება ფერხდება. ამის შესახებ CNBC სავაჭრო მონაცემებსა და კომპანია Lloyd-ზე დაყრდნობით წერს.



Lloyd-ის შეფასებით, სუეცის არხის გავლით, დასავლეთის მიმართულებით დღეში $5.1 მილიარდის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება, აღმოსავლეთისკენ კი – $4.5 მილიარდის ღირებულების. შესაბამისად, არხის ჩაკეტვა სერიოზულ პრობლემებს ქმნის მიწოდების ქსელისთვის.



„ბევრ კომპანიას მიწოდების ქსელის შეფერხებების გამო პრობლემები ექმნება, პანდემიის შედეგად ისედაც შეფერხებებია. ეჭვი არ არის, რომ ეს ინციდენტი კიდევ უფრო შეაფერხებს პროცესს და დამატებითი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს“, – განაცხადა მსოფლიოს უმსხვილესი რიტეილ-სავაჭრო ასოციაცია National Retail Federation-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ გოლდმა.




სუეცის არხი, რომელიც აფრიკასა და აზიას ერთმანეთისგან ყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო ხაზს წარმოადგენს, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% მოდის: თხევადი ბუნებრივი აირის, ნედლი ნავთობის და სხვა ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე 5-10% მოდის, დანარჩენი კი ავეჯის, ტექსტილის, ავტონაწილების და სხვა საქონელია.



„ახლა მთავარი პრობლემაა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამ გემისგან არხის გათავისუფლების პროცესი. ამჟამინდელი მდგომარეობით, ამერიკელ იმპორტიორებს ტვირთის ჩამოსვლა სამი დღით უგვიანდებათ, ეს დრო კიდევ უფრო გაიზრდება, თუ არხი მეტხანს დარჩება ბლოკირებული“, – განაცხადა ლოგისტიკური კომპანია OL USA LLC-ის პრეზიდენტმა ალან ბაერმა.



ამჟამად სუეცის არხთან საცობია. მსოფლიო ტრანსპორტირების საბჭოს მიხედვით, არხი დღეში 106 გემს ატარებს, მაგრამ უკვე ორი დღეა, არხს გემები ვერ კვეთენ.


ცნობისთვის, სუეცის არხში 400 მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი რამდენიმე დღის წინ გაიჭედა. 224,000-ტონიანი ხომალდი სახელწოდებით Ever Given-ი როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.



forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up