სუპერძალა ზრუნვაშია

სუპერძალა ზრუნვაშია

access_time2021-12-13 16:49:43

იცოდით, რომ სუპერგმირობას ორმაგი ეფექტი აქვს?! - ერთი, როდესაც სიკეთეს გასცემ და მეორე, როდესაც ზრუნვისგან მიღებული სიამოვნება ბედნიერებას თავად განიჭებთ. სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც იცი რომ 9 წლის მათეს, პატარა მარიამს ან ლიზას საოცნებო ნატვრას აუსრულებ. ბავშვების გასაცნობად 2020 წელს სოციალური საქველმოქმედო პლატფორმა - www.supergmiri.ge შეიქმნა და ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ სოციალურად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურობა გაუფერადონ, პირდაპირი მნიშვნელობით სუპერგმირებად აქცევს.


„ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში და ვეძებთ ბავშვებს, ვისაც სუპერგმირებთან მეგობრობა უნდათ. ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ ფოტოებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ხმას სუპერგმირებს ვაწვდენთ. სუპერგმირს ყოველთვიური ამანათის გაგზავნის გარდა, ასევე შეუძლია ბავშვის მეგობარი/მენტორი გახდეს, პერიოდულად გაატაროს მასთან ერთად დრო, გაუზიაროს გამოცდილება, დაეხმაროს ინტერესების გაღვივებასა და მიზნების მიღწევაში, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, - გვიყვება „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.


ბენეფიციარის პლატფორმაზე განთავსებისთანავე წამზომი ირთვება. ყველა ბავშვი დღეებს ითვლის - სანამ მის ცხოვრებაში ნამდვილი სუპერგმირი გამოჩნდება. პლატფორმაზე წაიკითხავთ პატარების, სურვილების, მიზნების და ოცნებების შესახებ. ინტერესთა კვეთის შემთხვევაში სუპერგმირი თავად ირჩევს ბენეფიციარს და მეგობრობაც იწყება.


„თვეში ერთხელ ბავშვებს ვუგზავნით სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებულია როგორც საკვები, ასევე ასაკის, ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები. შესაძლებელია თანხა მეგობრებმაც გაინაწილონ და რამდენიმე ადამიანმა გააერთიანოს ძალები“ - „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი.



271 ბავშვს პირადი სუპერგმირი უკვე ჰყავს. თუმცა მოლოდინის რეჟიმში კიდევ ბევრი პატარაა. მათ აღმოჩენაში ახლა პლატფორმა tegeta.care დაგეხმარებათ. ზრუნვისა და მხარდაჭერის სურვილით, სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური უნდა გახდეს.


„თეგეტასტან ურთიერთობა სულ ახლახანს დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ზრუნვის პლატფორმა ამოქმედდა. რადგან თეგეტა მსხვილი კომპანიაა და სოციალური მიმართულებით ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის - სუპერგმირისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება.


„თეგეტას“ გუნდის წევრები ასევე პოტენციური სუპერგმირები არიან და ყველა მონაწილე პირი, ვინც ზრუნვის ფარგლებში კონკრეტულ დონაციას გაიღებს შესაძლოა მუდმივ სუპერგმირად მოგვევლინოს“, - ამბობს „სუპერგმირის“ დამფუძნებელი, მარიტა გენებაშვილი.


(NS)


თეგები:
„თეგეტა“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up