Superflex - მანქანის ფლობის ინოვაციური გზა Europcar-ისგან

Superflex - მანქანის ფლობის ინოვაციური გზა Europcar-ისგან

access_time2022-10-03 18:16:03

Europcar მომხმარებელს მანქანის ფლობის განსხვავებულ და ინოვაციურ  მოდელს სთავაზობს. Supeflex, იგივე Auto subscription, ახალი პროდუქტია, რომელიც კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოიტანა. 


თუკი მომხმარებელს ავტომობილის ყიდვისას საბანკო, სალიზინგო ვალდებულებების აღება ან ბიუჯეტის ერთიანად მობილიზება უწევდა, Superflex საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს ეს პროცესები და სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე. Superflex-ის მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიურ საფასურს გადაიხდის და შეძლებს გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.


Superflex-ში ავტომობილები 4 კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია: Family Class, Business Class, Premium და Elite Class. Elite Class-ის კატეგორიაში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ისეთი მოდელები, რომლებიც დღიური გაქირავების სერვისში ხელმისაწვდომი არ არის. მათ შორის, პორშეს ავტომობილები და ტოიოტა LC300. Superflex-ის მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა მიეცემა, შეცვალოს ავტომობილი. მაგალითად, Family კლასის შემთხვევაში, თვეში 3 დღის მანძილზე შეუძლია ისარგებლოს როგორც ბიზნესკლასის, ისე პრემიუმ- თუ ელიტკლასის მანქანებით.



 „ევროპქარის“ დირექტორი სანდრო საყვარელიძე: „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ავტომობილის ფლობის მსგავსი მოდელი საკმაოდ პოპულარულია. გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, ეს პროდუქტი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ  Auto subscription თანამედროვე და ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ცვლის ავტომობილის შეძენისა თუ მოხმარების ტრადიციულ გზებს და მომხმარებელს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. SuperFlex-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კლასის მანქანებით და მაქსიმალური მოქნილობისთვის მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, სურვილისამებრ შეცვალოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცადოს სხვადასხვა მოდელი. თითოეულ კატეგორიაში ქვეჯგუფებად არის წარმოდგენილი ელექტრომანქანები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია ქვეყანაში მნიშვნელოვანია“.



Superflex-ით სარგებლობა მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს გულისხმობს, ისეთს, როგორიცაა სასურველი მანქანის შერჩევა, დაზღვევა, მანქანის სრული სერვისი, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე და სეზონური საბურავები. მანქანის ცვლილების შემთხვევაში კი სასურველ დროსა და ადგილას მანქანის მიყვანის სერვისი.


Auto Subscription-ის მომხმარებელს, ლიზინგისა თუ სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, არანაირი ხანგრძლივი ვალდებულება არ გააჩნია და მინიმალური ქირავნობის პერიოდის გასვლის შემდეგ თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში არ უწევს ჯარიმის გადახდა. ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგისგან განსხვავებით, პროდუქტით სარგებლობის საშუალება უკვე ფიზიკურ პირებსაც აქვთ.


Superflex-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად გამოცადოს სხვადასხვა ავტომობილი, ისიამოვნოს მართვის უნიკალური შესაძლებლობებით და თავიდან აირიდოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი.


Europcar-ის Auto Subscription-ით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. 

---

Europcar Georgia საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის, ასევე სატრანსპორტო მომსახურება და ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.


(R)


თეგები:
Superflex Europcar-



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up