სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა უხარისხოა

სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა უხარისხოა

access_time2021-11-05 14:00:24

აგრარული სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით, სუპერმარკეტებში წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამის მიზეზად ტექნოლოგიური ჩამორჩენა მიიჩნევა.  თუმცა პრობლემაა იმპორტულ პროდუქტთან დაკავშირებითაც. ვისაც ბოლო პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც შეუძენია ქსელურ მარკეტებში აგრარული პროდუქტი, აუცილებლად დაადასტურებს, რომ  ხარისხის დაბალი დონე  ვიზუალურადაც შესამჩნევია.



გარდა იმისა, რომ რაოდენობრივად საქართველოში საკმაოდ მცირე პროდუქტი იწარმოება, მისი ჩანაცვლება შემდეგში ხდება უხარისხო იმპორტული ნაწარმით.



გლობალურ პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი კობა კობალაძე. მისი განცხადებით, პროდუქტის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს, რადგან უხარისხო საკვები იგივე საწამლავია, რასაც ადამიანებისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.



,,საქართველოში აგროწარმოება ძალიან დაბალ დონეზეა. შეიძლება ითქვას, ჩვენ თითქმის არ ვაწარმოებთ პროდუქტს, გავხედოთ, დახლებზე ძირითადად უცხოური სურსათი იყიდება. აშშ-მ მიიღო ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილება ,,დადგენილება 200“, სადაც შესაძლებლობად აღიარეს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის განადგურება, კონკრეტულად, მოსახლეობის მატების შემცირება და სხვა, შესაძლებელია ჰუმანიტარული წესით და იაფი სასურსათო პროდუქციის შეტანის გზით. თვითონ მიიღეს მთელი ზომები, რომ ქვეყნის შიგნით ფაქტობრივად არ შესულიყო მსგავსი პროდუქცია. სურსათი განიხილება როგორც წამალი, მაგრამ ამავე დროს, არის საწამლავიც, რომელიღაც ქვეყნის და ერის წინააღმდეგ იყენებენ. ამიტომ სურსათის უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. უნდა ვიცოდეთ, რა იყიდება დახლებზე და რა გავლენა შეუძლია მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, რეპროდუქციულ უნარზე. აქცენტი აქეთკენ არის აღებული, რადგან მოსახლეობის რაოდენობამ მოიმატა. ადამიანის გამრავლების უნარის რეგულირება სწორედ ამ მეთოდით არის შესაძლებელი, თუკი აშშ თავის მოსახლეობას უფრთხილდება, ჩვენც ამ მიმართულებით სერიოზული ღონისძიებები უნდა გავატაროთ“, - აცხადებს კობა კობალაძე.


 


მეცნიერი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით  უხარისხო პროდუქტი შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ  ადგილზე ბევრი ნადგურდება,  არც თუ ცოტა ხვდება  დახლებზეც, რაც სამწუხარო რეალობაა. 



აღნიშნულს მოწმობს  EastFruit -ის კვლევა, რომელიც  2021 წლის მარტში გამოქვეყნდა. ორგანიზაციამ პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქალაქში, ქსელურ სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის საკითხები შეისწავლა და რამდენიმე კრიტერიუმი გამოყო: პროდუქციის ასორტიმენტი, ხარისხი, მომსახურეობა, პერსონალის კომპეტენტურობა, ფასები, უვარგისი პროდუქციის წილი და ა.შ.



აღმოჩნდა, რომ თბილისის სუპერმარკეტებში ხილ-ბოსტნეულის ხარისხი საკმაოდ დაბალია. მიზეზად დასახელებულია ის ფაქტი, რომ ქართველი ფერმერები და გლეხები პროდუქციის შენახვის ტექნოლოგიებს ჯერ კიდევ არ ფლობენ. გარდა ამისა, სუპერმარკეტების ნაწილი ნაკლებად ხარისხიან პროდუქციას შეგნებულად იბარებენ შედარებით დაბალი ფასის გამო.



კვლევამ ცხადჰყო, რომ საქართველოში თითქმის არავინ მუშაობს ოპტიმუმის ფორმატში ანუ, მისაღები ხარისხი და დაბალი ფასები, რომელიც მომხმარებელთა მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ ქართული რითეილის ბაზარზე ეს ნიშა ჯერ კიდევ აუთვისებელია.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up