სუპერმდიდარ მოქალაქეთა ქვეყნების TOP-10

სუპერმდიდარ მოქალაქეთა ქვეყნების TOP-10

access_time2022-10-19 17:00:42

საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ისა და ანალიტიკური კომპანია New World Wealth-ის ერთობლივი კვლევის შედეგად იმ ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომლებიც 100 მლნ დოლარის ან მეტი ქონების მფლობელების, ანუ ცენტიმილიონერების რაოდენობით გამოირჩევიან. ავტორები თავიანთ ანგარიშს „ცენტიმილიონერების პირველ კვლევას“ უწოდებენ.


ცენტიმილიონერების რაოდენობით ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:


აშშ - 9730
ჩინეთი - 2021
ინდოეთი - 1132
დიდი ბრიტანეთი - 968
გერმანია - 966
შვეიცარია - 808
იაპონია - 765
კანადა - 541
ავსტრალია - 463
რუსეთი - 435


სიის ტოპ 10-ეულს მოსდევს საფრანგეთი, რომელსაც 380 ცენტიმილიონერი ჰყავს, შემდეგი კი 298 სუპერმდიდარი ადამიანით იტალიაა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში სულ 25 490 ცენტიმილიონერია, რომლებიც, ძირითადად, ტექნოლოგიებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ქონების მემკვიდრეები არიან. ბოლო 20 წლის განმავლობაში სუპერმდიდრების რიცხვი გაორმაგდა.


Henley & Partners-ის აღმასრულებელი დირექტორის, იურგ შტეფენის შეფასებით, 100 მლნ დოლარის სუფთა ქონება ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი „სავარაუდოდ, ცხოვრებაში ფულზე აღარ იდარდებს.“ ექსპერტი იხსენებს, რომ 1990-იანი წლების ბოლოს სუპერმდიდრად 30 მლნ დოლარის აქტივების მფლობელი პირი ითვლებოდა. „თუმცა მას შემდეგ აქტივების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ახალი ნიშნული 100 მლნ დოლარი გახდა.“



ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლეს ათწლეულში ცენტიმილიონერების რაოდენობა ყველაზე სწრაფად აზიასა და აფრიკაში გაიზრდება. კვლევის თანაავტორი, ბრიტანელი ფინანსური ჟურნალისტი, მიშა გლენი წერს, რომ ათწლეულის განმავლობაში აზიაში მათი რიცხვი 57%-ით მეტი იქნება, ვიდრე ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მისი პროგნოზით, „ინდოელი და ჩინელი ცენტიმილიონერები ამერიკელ და ევროპელ თანაჯგუფელებს მალე გადაასწრებენ.“


ანალიტიკოსები მომდევნო ათწლეულში ყველაზე სწრაფ, 95%-იან ზრდას ვიეტნამში, უძრავი ქონების, ტექნოლოგიებისა და ფინანსური მომსახურების სექტორებში პროგნოზირებენ, ხოლო ინდოეთში ცენტიმილიონერთა რიცხვი 2032 წლისთვის 80%-ით გაიზრდება. აფრიკის ქვეყნებიდან სუპერმდიდრების მომრავლებით გამოირჩევა რუანდა, სადაც მათი რიცხვი 70%-ით გაიზრდება, უგანდაში - 65%-ით, ხოლო კენიაში 55%-ით. ზრდის 72%-იანი ტემპი ექნება ახალ ზელანდიას, ხოლო ავსტრალიაში მომდევნო ათწლეულში ცენტიმილიონერები 60%-ით მომრავლდებიან.


New World Wealth-ის კვლევის ხელმძღვანელ ენდრიუ ამოილსის შეფასებით, „ბევრ განვითარებად ბაზარსა და პატარა ქვეყანაში მილიარდერი შედარებით ცოტაა, რაც მილიარდერების სიმდიდრის დიაპაზონს მეტწილად არააქტუალურს ხდის. ამ ქვეყნების სუპერმდიდარ საზოგადოებას უფრო მილიონერების სიმდიდრის დიაპაზონი ასახავს.“ მკვლევარს კენიის მაგალითი მოჰყავს, რომლესაც მილიარდერი საერთოდ არ ჰყავს, სამაგიეროდ, ქვეყანაში 14 ცენტიმილიონერი ცხოვრობს, მალტაში კი 26 ცენტიმილიონერი და სულ 2 მილიარდერი დაფიქსირდა.



წყარო: bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up