„ჩამოწერილი სურსათის გაცემა  ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო“ - რა იცვლება სურსათის ნარჩენების მართვის კუთხით?

„ჩამოწერილი სურსათის გაცემა ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო“ - რა იცვლება სურსათის ნარჩენების მართვის კუთხით?

access_time2023-03-23 17:30:00

მარკეტები და ქსელური სუპერმარკეტები სურსათის ვარგისიანი ნარჩენების ბენეფიციარებისთვის განაწილების შემთხვევაში დღგ-ს და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლდებიან, — ამის შესახებ აღნიშნულ კანონპროექტში „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.


კანონპროექტის ავტორების ინფორმაციით, 2019 წელს მოხდა 1,584 ტონა სურსათის, 2020 წელს – 1,982 ტონის, 2021 წელს კი 1,685 ტონა სურსათის ჩამოწერა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით სურსათის შეწირულობა საქველმოქმედო ორგანიზაციაში ექვემდებარება დღგ-თი და მოგების გადასახადით დაბეგვრას, თუ შეწირულობა აჭარბებს გადამხდელის წინა კალენდარული წლის წმინდა შემოსავლის 10 პროცენტს.


როგორც „კომერსანტთან“ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რეგულაცია სექტორისთვის მისასალმებელია, რადგან თუ ადრე სურსათის დონაცია ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო, რადგან იბეგრებოდა, კანონპროექტის მიღების შემდეგ სუპერმარკეტები ამისთვის დღგ-ს და მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან.


„საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. ამასთან, ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა და მოგების გადასახადით.



მართალია აქამდე ჩვენი ასოციაციის წევრები მეტ-ნაკლებად ახდენდნენ სურსათის დონაციას, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან ის გაყიდული პროდუქციის მსგავსად იბეგრებოდა და ეს რა თქმა უნდა ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი იყო. ვფიქრობ სიახლე დიდი სტიმული იქნება არამარტო რითეილ, არამედ ჰორეკა სექტორისთვის, რათა ნარჩენი სურსათი მოაწოდონ ბენეფიციარებს, ვისაც ამის საჭიროება უდგას.


რთულია რაოდენობაზე ვისაუბროთ, სხვადასხვა ქსელურ მარკეტებს სხვადასხვა რაოდენობის სურსათის ჩამოწერა უწევთ. თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მსოფლიოში 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 26 პროცენტი – სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13 პროცენტი კი – სარეალიზაციო ქსელებიდან წარმოიქმნა. სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის არა დამატებითი ტვირთი, არამედ საქველმოქმედო ნაბიჯი გახდება და ნარჩენების შემცირებაც მოხდება“,  აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.


„კომერსანტმა“ აღნიშნული კანონპროექტის შეფასება ქსელურ მარკეტებსაც სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე რეგულაციაზე საუბრისგან ისინი თავს იკავებენ, ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.


როგორც კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, შეიქმნება სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია და სურსათის ბანკი, ხოლო სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას განახორციელებს და შესაბამის მონაცემთა ბაზას აწარმოებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო. მათი თქმით,  ეს გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურად დგას სურსათის ნარჩენების შემცირების საკითხი.


„საქართველო არ არის გამონაკლისი და ძალიან დიდი რაოდენობის სურსათი მიდიოდა ნაგავსაყრელზე, 2020 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 261 ტონა იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, შეამცირებს ნარჩენებს და მეორე მხრივ, გააჩენს შესაძლებლობას, რომ ნარჩენი სურსათი მიეწოდოს ბენეფიციარებს. მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადიანი პროდუქტის განაწილებას განახორციელებენ ბენეფიციარებისთვის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ, დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. საუბარია არამალფუჭებად პროდუქციაზე: შაქარი, ყავა, ბურღულეული და ა.შ.“- განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ხატია წილოსანმა.


ცვლილებები სრულად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.



თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up