სურსათის ეროვნული სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო: დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

access_time2022-06-07 13:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო. 



გიორგი ხანიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია დღეისათვის არსებული ვითარების შესახებ.



„ფაროსანასთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგი სახეზეა - სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით სირთულეები დაძლეულია. ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარე წელსაც გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. მავნებლის მონიტორინგის, კონტროლისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მობილიზებულია ყველა ტექნიკური საშუალება. ღონისძიებები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ტარდება. ფაროსანას გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა. შესაბამისად, კონტროლის და ბრძოლის ღონისძიებები კვლავ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტარდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.




მავნებლის რიცხოვნობის განსაზღვრის მიზნით, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მონიტორინგი 31 სოფლის 731 საკარმიდამო ნაკვეთში განხორციელდა, რაც ფაროსანას გავრცელების დროული პრევენციის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 18 526 ფერომონი (დამჭერი) და სპეციალური სადგურია განთავსებული.



დღეისათვის „ცივი შესხურების“ ტექნოლოგიის გამოყენებით 4785,5 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავებულია.



საკოორდინაციო მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუდმივ რეჟიმში იმართება შეხვედრები მეფუტკრეებთან და მეთხილე ფერმერებთან.



ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.parosana.ge.



ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up