სურსათის ფასების ინდექსი 20,5%-ით შემცირდა - რა ახდენს გავლენას ფასებზე?

სურსათის ფასების ინდექსი 20,5%-ით შემცირდა - რა ახდენს გავლენას ფასებზე?

access_time2023-04-10 18:30:48

მარცვლეულისა და მცენარეული ზეთების მსოფლიო ფასის შემცირების გამო, საკვები პროდუქტების საბითუმო ფასები ზედიზედ 12 თვეა იკლებს. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2023 წლის მარტში 126,9-ს შეადგენდა, რაც წინა თვესთან 2,1%-ით და 2022 წლის მარტის პიკთან შედარებით 20,5%-ით ნაკლებია, ამის შესახებ FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) პუბლიკაციაშია საუბარი.


FAO-ს ცნობით, იმპორტზე მოთხოვნის შემცირებამ და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებამ ფასების კლებას შეუწყო ხელი.


„მიუხედავად იმისა, რომ ფასები გლობალურად შემცირდა, ისინი კვლავ ძალიან მაღალია და შიდა ბაზრებზე ზრდას განაგრძობს, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც სურსათის წმინდა იმპორტიორებს წარმოადგენენ. სიტუაციას ამძაფრებს მათი ვალუტის გაუფასურება აშშ დოლართან ან ევროსთან მიმართებაში და მზარდი ვალი“, - თქვა მაქსიმო ტორერომ, FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა.


FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი 5.6%-ით შემცირდა თებერვალთან შედარებით, ხორბლის მსოფლიო ფასი - 7.1%-ით, რაც გამოწვეულია ავსტრალიური ძლიერი წარმოებით, გაუმჯობესებული თესვის პირობებით ევროკავშირში, რუსეთიდან ძლიერი მიწოდებით და უკრაინიდან ექსპორტით. სიმინდის მსოფლიო ფასი 4,6%-ით შემცირდა.



FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 3.0%-ით დაბალია წინა თვესთან შედარებით და 47.7%-ით დაბალი 2022 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით, რადგან უხვი გლობალური მარაგები და გლობალური იმპორტის დაქვეითებულმა მოთხოვნამ გამოიწვია სოიას, რაფსის და მზესუმზირასი ზეთების ფასები.


FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მარტში 0,8%-ით დაეცა.


ამის საპირისპიროდ, FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი თებერვლიდან 1,5%-ით გაიზარდა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ უმაღლეს დონემდე, რაც ასახავს შეშფოთებას ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში წარმოების პერსპექტივების გაუარესების შესახებ.


FAO ხორცის ფასების ინდექსი ოდნავ 0,5%-ით გაიზარდა.


თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up