სურსათის იმპორტიორი კომპანიების მოგების დიდი ნაწილი საქართველოდან ოფშორებში მიდის - ვის ეკუთვნის Top 10 კომპანია

სურსათის იმპორტიორი კომპანიების მოგების დიდი ნაწილი საქართველოდან ოფშორებში მიდის - ვის ეკუთვნის Top 10 კომპანია

access_time2023-02-16 12:00:25

საქართველოში სურსათის და სასმელი პროდუქტების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის მაჩვენებელი, წლიურად 42%-ით გაიზარდა. თუმცა, ტოპ იმპორტიორი კომპანიების უმეტესობა რუსეთში, აზერბაიჯანში ან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს უკუთვნის. შესაბამისად, მათ მიერ მიღებული მოგება, საქართველოს ეკონომიკის ნაცვლად, ქვეყნის გარეთ გაედინება.


„კომერსანტი“ გთავაზობს TOP 10 სურსათის და სასმელი პროდუქციის იმპორტიორ კომპანიებს, 2021 წლის მოგების მაჩვენებლის და მფლობელების მიხედვით:


• შპს „ინტრეიდი“ - 16.1 მლნ. ლარის მოგება. კომპანია ეკუთვნის სააქციო საზოგადოება ნიკორას, დირექტორი კი თამარ ჯერენაშვილია. თავის მხრივ სს ნიკორას აქციათა უმეტესობის მფლობელი ვასილ სუხიაშვილი (1,876,471 აქცია), რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი (1,035,293 აქცია) და დავით დუმბაძე (695,589 აქცია) არიან.


• შპს აგარის შაქარი - 13.7 მლნ ლარის მოგება. კომპანიის 51% შპს „ანატოლია თრეიდ კომპანის“ (აზერბაიჯანი) ეკუთვნის, 24.497% - შპს „უნივერსალ კაპიტალ გრუპს“ (აზრბაიჯანი), 16.335% - ნირეზოუნ საქართველოს, ხოლო 8.168% - „ანატოლია ჰოლდინგ კომპანი ლიმიტედს (არაბთა გაერთიანებული საამიროები). აგარის შაქრის დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ალხან ალიზადაა.


• შპს კასკო 2015 - 8.4 მლნ. ლარის მოგება. კომპანიის 70%-ის მფლობელია ლევან კაჭარავა, 30%-ის ლევან ჭიორელი. კომპანიის დირექტორია მამუკა მინდიაშვილი.


• შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ - 8.2 მლნ ლარის მოგება. კომპანიის 59.787% ეკუთვნის შპს „არევაკო ინვესთმენთს ლიმითიდს“ (კვიპროსი), 37.213% - შპს „ალპფორდიო სერვისიზს“ (კვიპროსი), ხოლო 3% - დავით ალავიძეს, რომელიც კომპანიის დირექტორია.



• შპს „გ.დ. ალკო“ - 7.7 მლნ ლარის მოგება. კომპანიის 57% ეკუთვნის შპს „მანდალორ ლიმითიდს“ (კვიპროსი), 18% - შპს „ალპფორდიო სერვისიზს“ (კვიპროსი), 12% - შპს „არევაკო ინვესთმენთს ლიმითიდს“ (კვიპროსი), 5%-5% სიმონ ესართიას და ლევან ლანდიას, ხოლო 3% - დავით ალავიძეს, რომელიც კომპანიის დირექტორია.


• შპს „კადევე საქართველო“ - 7.5 მლნ ლარის მოგება. კომპანიის მესაკუთრეა რუსეთში რეგისტრირებული სს „კადევე“, დირექტორი კი ბესარიონ ჭანტურიაა.


• შპს „დაფნა“ - 6.3 მლნ ლარის მოგება. კომპანია ეკუთვნის აზერბაიჯანულ „ანადოლუ ინვესთმენთ კომპანის“. დირექტორი კი აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ არაბოვია.


• შპს „ჰავი ლოჯისტიკს“ - 3.2 მლნ ლარის მოგება. კომპანია ეკუთვნის გერმანიაში რეგისტრირებულ შპს „ჰავი გლობალ ლოჯისტიქს“. დირექტორები არიან გერმანიის მოქალაქე ქრისტიან ნოვაკი და რუსეთის მოქალაქე ალექსეი კაშირინი.


• შპს „მეტეორი“ - 1.6 მლნ ლარის მოგება. კომპანიის მფლობელი და დირექტორია მალხაზ კლაჯეიშვილი.


• შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ - 2020 წლის მონაცემების მიხედვით, კომპანიის ზარალი 18 მლნ ლარი იყო, შემოსავალი კი 121 მლნ ლარს აჭარბებდა. რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის რუსულ სს „ვიმ-ბილდანს“, დირექტორი კი კონსტანტინე მერკვილაძეა.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 1.533 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, 2021 წლის იმპორტი 1.079 მლრდ დოლარი იყო.



თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up