სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს - საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში

სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს - საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში

access_time2023-02-14 10:30:08

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი “სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ რომლის მიზანს სურსათის შეწირულობის წახალისება წარმოადგენს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს. კერძოდ, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (ჩათვლის უფლებით).

 


პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის ფისკალურად არახელსაყრელია და სუპერმარკეტები ზედმეტი საკვების გაცემაზე უარს ამბობენ, რადგან შემოწირული საკვები დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%) იბეგრება.

 

“სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% - დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - მომხმარებლამდე არ მიდის და ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე იკარგება. ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში). 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს. მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up