სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად  განახლებად ენერგიაზე გადავიდეს - ირაკლი ქარქაშაძე

სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად განახლებად ენერგიაზე გადავიდეს - ირაკლი ქარქაშაძე

access_time2023-03-02 12:30:08

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ფარგლებში 2 ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადმოეცა. ეკომეგობრული ავტომობილები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას მოხმარდება. ავტომობილების გადაცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც, ასევე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დახმარებით მზის პანელებითაა აღჭურვილი.


,,მსურს მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და საქართველოში იაპონიის საელჩოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან. დღეს გადმოგვეცა 2 ელექტრომობილი, რომელიც არის JAICA-ს განახლებადი ენერგიის წარმოების პროექტის გაგრძელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწორედ იაპონიის დახმარებით მარაგდება განახლებადი ელექტროენერგიით. ელექტრომობილებს ჩვენ გამოვიყენებთ აეროპორტების ოპერირების საჭიროებისთვის. მათ შორის გავაგზავნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


პროექტი ქვეყანაში გარემოს დაცვას ემსახურება და მისი სრულყოფაში მოყვანით საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება. ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ქარჩხაძე ესწრებოდნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის’’ ერთ-ერთი ბენეფიციარია და Jaica-სგან ერთი ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადაეცა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up