,,სურვილით, რომ პროექტი წარმატებულად წარმოეჩინათ, ხალხი დაღუპეს“ - ,,დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ჟოლოსა დაკენკრის რამდენი ბაღია გაჩეხილი

,,სურვილით, რომ პროექტი წარმატებულად წარმოეჩინათ, ხალხი დაღუპეს“ - ,,დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ჟოლოსა დაკენკრის რამდენი ბაღია გაჩეხილი

access_time2022-03-20 13:27:53

ჟოლოსა და კენკრის მწარმოებელი ფერმერების დიდი ნაწილი გაკოტრდა, ბაღები გაჩეხა, ან მიატოვა - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ ფერმერმა, თეა ქუთათელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არასწორი საპროექტო პირობები იყო. არასწორად შერჩეული რეგიონი, დაზიანებული ნერგები და სარწყავი წყლის არა არსებობა.

,, პროექტს, ,,დანერგე მომავალის“ ფარგლებში კენკრის ბაღების გაშენება თავიდანვე მოხდა არასწორად. პროექტითვე იყო გათვალისწინებული, რომ მარნეულში უნდა ყოფილიყო გაშენებული, იქ, სადაც კლიმატს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებდა. გვთხოვდნენ მიწის ანალიზის პასუხებს, რამდენად შეთავსებადი იყო ლანდშაფტთან კულტურები და ესეც წარვადგინეთ, მაგრამ იქაც დიდი შეცდომები დაიშვა. რეკომენდაცია მოგვცეს გაგვეშენებინა, როგორც შემდეგ გაირკვა მიუხედავად არა თავსებადობისა. ლიმონი რომ გორში გააშენო, იგივეა. ამას დაემატა ტექნიკური მხარეები, ღია გრუნტში უნდა მოგვეყვანა და შესაბამისად, ვერ გაუძლო ვეგეტაცია შეწყვიტა და განადგურდა ბაღები.

მიუხედავად ამისა, პიარი არ შეწყვიტეს და ხალხი აშენებდა ბაღებს. პირველივე წელს ბაზარი გაჯერდა. როცა სამინისტროს ამის შესახებ ვუთხარით, რომ ფერმერები უკვე ვეღარ ვახდენდით რეალიზაციას, ისინი აგრძელებდნენ და მეტიც, 100%-იანი საგრანტო პროგრამა დაამატეს. შესაბამისად, პროექტის არასწორმა პირობებმა და ჭარბმა მოსავალმა ბაზრის განადგურება დაიწყო. იმის სურვილით, რომ პროექტი წარმატებულად წარმოეჩინათ, ხალხი დაღუპეს. პრობლემა იყო სარწყავი წყალი. პროექტის მიხედვით 500 მეტრში უნდა ყოფილიყო ეს პირობა ყველამ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს თეორიული დაშვება იყო და სინამდვილეში, იმ არხებში წყალი არ არის და შემდეგი 5 წელიც არ იქნება. ტენდერი დღემდე არ გამოცხადებულა. ჭაბურღილის გაკეთება კი, ის თანხა ღირს, რასაც ფერმერი ვერ ამოიღებს.

შედეგად, ჟოლო მთლიანად განადგურებულია, მაყვალი კი დასუსტებულია. მთავარი პრობლემა თავში იყო, ნერგები რაც მოგვცეს, ნერგის ამონაყარი იყო. მთავარი მასალა იყო არასწორი. სანერგეები ჯერ კიდევ არ არიან მწყობრში და ალბათ, 5-10 წელი დასჭირდება ამის გამართვას. ანუ უკუღმა დაიწყეს. ვისაც ვიცნობ, უმეტესობამ ბაღები გაჩეხა ან მიატოვა, რადგან გაჩეხვაც ფინანსებთანაა დაკავშირებული. ალბათ, 1-2 ბაღი არსებობს. კენკრის ასოციაცია აწარმოებს კვლევას და მათი თქმით, 200-ზე მეტი ფერმერი გამოიკითხა, გაჩეხილია მაყვლის ბაღების 28% და ჟოლოს ბაღების 20%. ახლა, საკითხვია რამდენია მიტოვებული“ - განაცხადა თეა ქუთათელაძემ


წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up