საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 16 156 ლარად საოჯახო ტექნიკის შეძენას გეგმავს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, სუს-ს 24 ცალი ელექტროჩაიდნის და 34 ერთკამერიანი მაცივრის შეძენა სურს.
მოთხოვნებში წერია, რომ ჩაიდანი მოცულობა არანაკლებ 1,7 ლიტრი უნდა იყოს, სიმძლავრე: არანაკლებ 2200W, თავსახური ავტომატურად უნდა იხსნებოდეს, ჰქონდეს შუქის ინდიკატორი და ფილტრი.
რაც შეეხება მაცივარს, მოთხოვნები შემდეგია: მაცივარი საყინულით, მოცულობა არანაკლებ 88L, ენერგო ეფექტურობის რეიტინგი არანაკლებ A+, თაროების რაოდენობა არანაკლებ 2, კარებზე სათავსოები არანაკლებ 3, ბოსტნეულის სათავსო არანაკლებ 1.
ელექტრონული ტენდერი დღეს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 21 მარტს დაიწყება და 23-ში დასრულდება.