16 - 19 მარტს, სვანეთი, უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს. ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით.
Freeride - ის კვირეულის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც დაახლოებით ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხავდასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride - ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი,სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. შეჯიბრის ტექნიკური ორგანიზატორია ქართული კომპანია “white rabbit” , რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.
მსგავის ღონისძიების ჩატარება მნიშვნეოვანია, ვინაიდან წამოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის ცნობადობას ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას .