სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა

სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა

access_time2022-08-27 13:00:00

„8 ქვეყანა, 110 რეგისტრირებული მონაწილე მთელი მსოფლიოდან და სვანეთი, როგორც საერთაშორისო სათავგადასავლო მოვლენის ცენტრი - 25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო! მას შემდეგ, რაც Სამდღიანი ლაშქრობის, HIGHLANDER55-ის მონაწილეებმა თავიანთი სანომრე ნიშნები და საკვები აიღეს, ასევე, სალაშქრო აღჭურვილობის დეტალური შემოწმება გაიარეს, ნამდვილი თავგადასავალიც დაიწყო! დილის 7 საათიდან, პროექტის ქართველი და უცხოელი მონაწილეები ბეჩოს აღმართს შეუყვნენ და გულის უღელტეხილის, ლამააჯისა და ცხაკვზაგარის გზაზე გამავალი ბილიკიდან, მესტიაში არსებულ I საკონტროლო პუნქტამდეც მიაღწიეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


„ყველა მონაწილის HIGHLANDER-მოწმობაში დაფიქსირდა ამ სავალდებულო პუნქტის გავლის დამადასტურებელი ბეჭედიც. საბოლოოდ კი, ზაარგაშში დაბანაკდნენ და პირველი დღე ადგილობრივი სამზარეულოს მასტერკლასითა და მათივე მომზადებული თაშმიჯამისა და კუბდრის დეგუსტაციით დასრულდა.



მარშრუტი, სხვა მონაწილეებთან ერთად, გაიარეს: ავსტრიის ელჩმა საქართველოში, ბნ. თომას მიულენმა, HIGHLANDER UAE-ს მმართველმა დირექტორმა, ბნ. ფადი ჰაჩიჩომ, ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, HIGHLANDER Georgiaს კეთილი ნების ელჩებმა: ირაკლი გუჯაბიძემ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმა: მანიკა ასათიანმა, შალვა მარგიანმა და HIGHLANDER Adventure-ის გლობალურმა ელჩმა, პიტერ უოთსონმა.



HIGHLANDER Georgia ევროკავშირთან, შვედეთთან, ავსტრიასთან, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა (GNTA) და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია „შან-ლენდთან“ ერთად, ზრუნავს, რომ საქართველოში არსებული სალაშქრო შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით წარმოაჩინოს.




ავსტრიის ელჩი საქართველოში, ბნ. თომას მიულენი: „ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, მხარს უჭერენ HIGHLANDER Georgia-ს ღონისძიებას. ჩვენი მიზანია მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭალეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთის რეგიონებში. გვჯერა, რომ HIGHLANDER Georgia-სთან ჩვენი პროდუქტიული თანამშრომლობა სვანეთის ცნობადობას აამაღლებს და მას გლობალური სათავგადასავლო ტურიზმის რუკაზე მონიშნავს“.



26 აგვისტოს, HIGHLANDER55-ის მონაწილეებს ზაარგაშში ორდღიანი ლაშქრობის - HIGHLANDEREXPERIENCE-ის მონაწილეებიც შეუერთდნენ და იფდერის, გვალდის, ზაარდლაშის, მურშკელის, ჟამუშის, ჭოლაშისა და ჟაბეშის გავლით, ყველანი სათხილამურო კურორტ თეთნულდში დაბანაკდნენ.



Მარშრუტი 27 აგვისტოს, სოფელ ხალდეში სრულდება, თუმცა მანამდე, ყველა მონაწილემ უნდა გადალახოს ბილიკი, რომელიც სათხილამურო კურორტ თეთნულდიდან იწყება და გადის სოფელ ჰადიშს, ჰადიშიჭალაის ხეობას, ჰადიშის მყინვარს, ჩხუტნიერის უღელტეხილსა და ხალდეს ხეობას. HIGHLANDER შეჯიბრება არ არის. ყველა მონაწილე, რომელიც ფინიშამდე მიაღწევს, ჰაილენდერის სტატუსს, დაიმსახურებს.



27 აგვისტოს, საღამოს, მესტიაში, დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ჰაილენდერი იზეიმებს ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებას, რომლის სახელიც HIGHLANDER Georgia იქნება. HIGHLANDER Georgia-ს პარტნიორები, ასევე, არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), მესტიის მუნიციპალიტეტი და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია, „შან-ლენდი“, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, „თიბისი ბანკი“, „ჯეოლენდი“, საერთო სამუშაო - მულტიფუნქციური სივრცე, „ტერმინალი“, „ბილიკი“, სოციალური მედიაპარტნიორია: „გაატარე 4 სეზონი საქართველოში“. Შეგახსენებთ, რომ Საქართველო HIGHLANDER Adventure-ის - გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური ღონისძიებების სერიებს წელს პირველად შეუერთდა. დღეს კი, 25-დან 27 აგვისტოს ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიების პირველი დღე შედგა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
HIGHLANDER Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up