სვანეთში, გვირაბთან ჩამოშლილი კლდის მასა ნაწილობრივ გაწმენდილია და მოძრაობაც ნახევრად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციოალიტეტის მერია ავრცელებს.
„29 დეკემბერს, იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვირაბთან, დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის ჩართულობით.
იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ბეჟან ჭკადუას ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა ნახევრად აღდგენილია.
გაწმენდითი სამუშაოები, ხვალ დილიდან კვლავ განახლდება გზის სრულად გახსნამდე.“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.