„სვანური მაფიის“ აკრძალვა გამოსავალი ვერ იქნება, მაინინგი სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს

„სვანური მაფიის“ აკრძალვა გამოსავალი ვერ იქნება, მაინინგი სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს

access_time2022-01-19 11:00:25

მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგ-ფერმებს აღარ გამოიყენებენ. ადგილობრივებმა ფიცი ტაძარშიც კი დადეს. თუმცა ამის შემდეგ, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამჟამად რეგიონს ელექტრომომარაგება უწყვეტად მიეწოდება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ელექტროქსელმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და გაითიშოს.



ციფრული ფულის, კრიპტოვალუტების მაინინგის გამო დეკემბერში მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. ელექტოროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის „ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადებით, მესტიაში არსებული მაინინგი მავნებლობაა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. მერია კი აცხადებდა, რომ მესტიის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. მათივე თქმით, ამის ფონზე, ამ პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, ხოლო გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.



მაინიგი მესტიაში მიმზიდველი იმის გამოა, რომ აქ ადგილობრივები ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან, რითიც მაინერები სარგებლობენ, საბოლოოდ კი მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიას ჭარბად მოიხმარს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.



ამ ყველაფრის ფონზე „ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე და ავარიების განმეორებას პროგნოზირებს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ გამოსავალი იქნება მაინერების დაყადაღება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი კი თვლის, რომ სვანეთში კრიპტოვალუტების წარმოება უნდა აიკრძალოს.




ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძეკომერსანტთან“ ამბობს, რომ მესტიაში ბევრი პატარა მაინინგ ფერმაა განთავსებული, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ენერგოსექტორზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მთავრობას ამაზე სერიოზული რეაგირება ჰქონდეს, თუმცა აკრძალვა გამსავალი არ არის.



„ეს სვანური მაფიაა, მაგრამ მისი აკრძალვა გამოსავალი ვერ იქნება, მაინინგი სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს. რეალურად ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა ამას სჭირდება ძლიერი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან, რეგულირების სფეროების გაძლიერება, კონტროლის მექანიზმების მოფიქრება. აქვე აღსანიშნავია, რომ მესტიის ცენტრალურ უბნებში ეს პრობლემა კიდევ უფრო მარტივად გადაჭრადია, მნიშვნელოვანი კონტროლი სჭირდება უფრო სოფლებში და ისეთ ადგილებში, სადაც რთულია აღმოჩენა. ის, რომ მივიდეთ და ხატზე დავიფიცოთ, არ შველის. უკვე მერამდენედ დაიფიცეს და შედეგი რა თქმა უნდა არ არის.


მესტიაში მაინინგზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს და სპეციალური ტექნოლოგიით გამოვლინდეს მიტაცების ფაქტები. კერძოდ, მაინინგით დაკავებული პირებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები, უკიდურეს შემთხვევაში კი დაყადაღდეს ტექნიკა.


რაც შეეხება აკრძალვას, ამას არ მივესალმები, რადგან ეს არ არის სამართალდარღვევა, ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობაა, რომელიც ელექტროენერგიას საჭიროებს, ამიტომ მისი აკრძალვა ნაკლებად რელევანტური მგონია. ეს ეკონომიკური საქმიანობაა, რომლიდან მიღებული სარგებელი სახელმწიფომ უნდა მიიღოს მინიმუმ გადასახადების სახით და ელექტროენერგიის დანახარჯის დაფარვაც თავისთავად უნდა მოხდეს“,
- ამბობს დავით კიკვიძე.



აღსანიშნავია, რომ ესკო-ს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 12,406 მილიარდი კვტ.სთ შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს 13.4%-ით აღემატება. ქვეყნის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთიდან უკვე შესყიდულია 1.108 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია, მაშინ როცა, მაგალითად, 2020 წელს და 2019 წელს, ამავე ქვეყნიდან შესყიდული იყო, შესაბამისად, 570.6 მილიონი და 524.5 მილიონი კვტსთ.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up