ნიუ-იორკში დაფუძნებულმა Signature Bank-მა კოლაფსი განიცადა, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და კრიპტოაქტივებზე იყო ორიენტირებული. ბანკის კრიზისი Silicon Valley Bank (SVB)-ის გაკოტრების შემდეგ დაიწყო.
2023 წლის დასაწყისში Signature Bank 110.36 მილიარდი დოლარის აქტივებს და $88.59 მილიარდის დეპოზიტებს ფლობდა.
სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ბანკი გაკოტრებულია, მაგრამ კლიენტებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას აშშ-ის მთავრობა უშუალოდ უზრუნველყოფს.
Signature Bank-ის პორტფელის თითქმის მეოთხედი ციფრული აქტივები იყო, SVB-ის გაკოტრების შემდეგ კი, ინვესტორებმა Signature-დან დეპოზიტების სწრაფად გატანა დაიწყეს.