2022 წლის 9 თვეში ხუთი უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით გაზრდილია.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით „სვის კაპიტალს“ აქვს და 3 მლნ ლარს აჭარბებს, შედარებით ნაკლებია „კრისტალის“ ზარალი,რომელიც 2.5 მლნ ლარს გაუტოლდა, „ლაზიკა კაპიტალის“ 819 ათასამდეა, „ემბისის“ 310 ათასამდე, „რიკო ექსპრესის“ კი (-)469 ათასამდეა.
მიმდინარე წელს ყველაზე მეტი სესხი 420.5 მლნ ლარი, წელს „რიკო ექსპრესმა“ გასცა, მეორე ადგილზე 380 მლნ ლარამდე სესხით „კრისტალია“, ხოლო სამეულს „სვის კაპიტალი“ ასრულებს 159 მლნ ლარის სესხით. მოთხე ადგილზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალია (ემბისი) 76.8 მლნ ლარით, ხოლო მეხუთეზე „ლაზიკა კაპიტალი“ 67.9 მლნ ლარით.
რაც შეეხება მიკროსაფინანსოების აქტივებს და კაპიტალს, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით შემდეგნაირად გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ — აქტივები 522.3 მლნ. ლარი, კაპიტალი 281.9 მლნ. ლარი;
„კრისტალი“ — აქტივები 433 მლნ. ლარი, კაპიტალი 73.3 მლნ. ლარი;
„სვის კაპიტალი“ —.აქტივები 171,9 მლნ ლარი, კაპიტალი 64.5 მლნ ლარი;
„ემბისი“ — აქტივები 87.8 მლნ ლარი, კაპიტალი 19.4 მლნ. ლარი;
„ლაზიკა კაპიტალი“ — აქტივები 78 მლნ. ლარი, კაპიტალი 13.3 მლნ. ლარი.