„სწორედ ახლა არის დრო და აუცილებლობა რეზერვების შევსების“ - ფინანსისტი საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე

„სწორედ ახლა არის დრო და აუცილებლობა რეზერვების შევსების“ - ფინანსისტი საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე

access_time2022-12-08 15:30:12

სწორედ ახლა არის დრო და აუცილებლობა რეზერვების შევსების, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობის 4.63 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, რაც უფრო დიდი რაოდენობით რეზერვი აქვს ქვეყანას, მით უფრო სტაბილურია ის, რადგან საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მდგრადობის განსამტკიცებლად გამოიყენებს. 


„საერთაშორისო რეზერვების შევსება ახლა განპირობებული არის იმით, რომ მყარდება ლარის კურსი და ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა უცხოურ ვალუტაში რეზერვები გაზარდოს. ამას ეკონომიკური თვალსაზრისით აქვს ის მნიშვნელობა, რომ რაც უფრო მეტია რეზერვი, ქვეყანა უფრო სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია ეს გამოიყენოს ისევ და ისევ ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად. მაგალითად, როგორც მოხდა პანდემიის დროს. რეზერვების შესავსებად კარგი პერიოდია, სწორედ ახლა არის დრო და აუცილებლობა რეზერვების შევსების. ერთის მხრივ, იგი ამცირებს ლარის კურსის რყევადობას და მის სწრაფად გამყარებას, რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის იმ ფაქტორით, რომ მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე გაიზარდა, ანუ შემოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობის დოლარი და მეორეს მხრივ, იმისათვის რომ ეს პროცესი დინამიურად წარიმართოს, ეროვნული ბანკი ინტენსიურად ახდენს ამ რეზერვების ყიდვას და ლარის გამოშვებას. ლარის გამოშვებას აქვს თავისი პლუსი, ის ასტიმულირებს ეკონომიკას, თუმცა ფასების მაღალ დონეს საწინააღმდეგო ქმედება გააჩნია, ამიტომ ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებაში ზომიერი პოზიციის დაცვა უნდა იყოს სებ-ის მთავარი მიზანი. ერთის მხრივ მან უნდა უზრუნველყოს ფულის ღირებულების დაცვა, ფასების შემცირება და მეორეს მხრივ ეკონომიკის სტაბილურობა და მისი სტიმულირება“,  აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.



ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ნოემბერში რეზერვების ზომა 251 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან რეკორდულად დიდ მოცულობას მიაღწია. ეს მაჩვენებელი 708 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს სავალუტო რეზერვების დაგროვების დინამიკა ბოლო რამდენიმე თვეა მნიშვნელოვნად იზრდება, ივნისის შემდეგ რეზერვების ზომა 500 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს სავალუტო რეზერვები განთავსებულია სუვერენულ ბონდებში (აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, შვედეთის და სხვა სახაზინო ვალდებულებები); სუპრანაციონალური ფასიან ქაღალდებში (European Investment Bank, Bank for International Settlements, African Development Bank, Asian Development Bank Manila, EUROFIMA Basel, International Finance Corporation და ა.შ.); სააგენტოს ფასიან ქაღალდებში (Bank Nederlandse Gemeenten Den Haag, CPPIB Capital Inc Toronto, CDP Financial In Montreal, Agence Francaise de Developpement Paris, Kreditanstalt fuer Wiederaufbau Frankfurt, Svensk Exportkredit AB Stocholm, Royal Bank of Canada, Kommuninvest I Sverige AB Orebro, Province of Alberta Canada, Korean Development Bank და სხვა).

თეგები:
რეზერვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up