„სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა გადახედვის შემდეგ“ - გიორგი კაკაურიძე

„სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა გადახედვის შემდეგ“ - გიორგი კაკაურიძე

access_time2022-06-14 11:20:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა. სხდომაზე ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მან ისაუბრა ძირითად ეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, როგორც გასული წლის შესრულებიდან, ასევე მომდევნო წლების პროგნოზებთან დაკავშირებით.

„2021 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 მილიარდ 928 250.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იყო 15 142 672.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.4%. რაც შეეხება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების, ასევე ხარჯვით ნაწილს, აქაც შესრულება 100%-ზე მაღალია“, - განაცხადა მომხსენებელმა, 2021 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვისას.

მომხსენებლის განმარტებით 2020 წლის ბოლოსთვის, როდესაც 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, COVID-19 გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო და მნიშვნელოვანი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც დიდ გავლენას ახდენდა ეკონომიკის განვითარებაზე. შესაბამისად, ბიუჯეტი, შეზღუდული ფისკალური რესურსის მიუხედავად, ითვალისწინებდა მოსახლეობის და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების დაფინანსებას.

„2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4 % შეადგინა. პირველ კვარტალში იყო კლება 4.1%, მეორე კვარტალში ზრდა 28.9%, მესამე კვარტალში ზრდა 9.1%, ხოლო მეოთხე კვარტალში ზრდა 8.8% იყო. 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში 60 231.6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 22.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 16 154.1 ლარს (5 015.3 აშშ დოლარი) შეადგენს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებელმა 2021 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე დარგების მიხედვით ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა მთელ რიგ დარგებში: ხელოვნება, გართობა და დასვენება (43.1%), წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები (38.9%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (33.5%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (29.8%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (28.7%), ტრანსპორტი და დასაწყობება (27.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (23.9%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (23.5%).
ხოლო კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21.8%), განათლება (2.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1.4%).


„2021 წლის ბოლოს, წინა წელთან შედარებით, ინფლაციის დონე 13.9 პროცენტით განისაზღვრა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 9.6 პროცენტის დონეზეა. სამწუხაროდ ეს დინამიკა წელსაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისას პროგნოზი გაცილებით ნაკლები იყო, წელსაც მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებელი იყოს 9%-ზე მაღალი. ეს დამოკიდებული იქნება პირველ რიგში თუ რამდენად იტყვის უარს დასავლეთი რუსულ გაზსა და ნავთობზე და რამდენად შეიცვლება საბაზრო ღირებულება მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტებზე, რაც გავლენას ახდენს სხვა პროდუქტების ფასებზეც“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით მომდევნო წლის პროგნოზით ნავარაუდევია ინფლაცია 3%-მდე.

მომხსენებელმა ქვეყნის ბიუჯეტის პარამეტრების მიმოხილვისას ასევე ყურადღება გაამახვილა ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

„სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა გადახედვის შემდეგ. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყო, პროგნოზი შემცირდა, მაგრამ შემდგომში უკვე გადაიხედა და გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ პასუხობს მთავრობის სწორ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს“, - განაცხადა ანგარიშის მოსმენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up