როგორ აღმოჩნდა ამბულატორიული პაციენტი შემთხვევით ნიუ ვიჟენის კოვიდ კლინიკის დერეფანში

როგორ აღმოჩნდა ამბულატორიული პაციენტი შემთხვევით ნიუ ვიჟენის კოვიდ კლინიკის დერეფანში

access_time2022-01-06 12:00:54

ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს პაციენტი ეთია ჭიკაძე კოვიდ კლინიკის რეგულირების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც პაციენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ამბულატორიულ პაციენტს თავისუფლად შეუძლია, რომ კოვიდ კლინიკაში მოხვდეს და კოვიდპაციენტებთან შეხება ჰქონდეს. ის თავად სწორედ შემთხვევით აღმოჩნდა ასეთ გარემოში.



“კომერსანტი“ პაციენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:




“კიდევ ვინ მოვნიშნო? ვისაც ეს გეხებათ… სწორია როცა ამბულატორიული პაციენტი კოვიდ კლინიკის ფოიეში თავისუფლად ხვდება და ისიც არ იცის სად მოხვდა? ჩვეულებრივ მივედი New Vision University Hospital - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კლინიკაში,როგორც რიგითი პაციენტი ამბოლატორიულ კვლევაზე. შესასვლელში 3 ლიფტია-ერთი თანამშრომლებისთვის, მეორე კოვიდ პაციენტებისთვის, მესამე ამბოლატორიული პაციენტისთვის. გამოკრულია ნიშნულები, სადაც რამოდენიმე სართულს აწერია კლინიკის სახელი (არანაირი მინიშნება, რომ მეექვსე სართული არის კოვიდ კლინიკა. მაინც თავის დაზღვევის მიზნით ვეკითხები დაცვას რომელ სართულზეა ნიუ ვიჟენი და მპასუხობს, რომ მეექვსეზე. ამბულატორიული პაციენტის ლიფტით, ყოველგვარი ჩიპისს გარეშე ვხვდები მეექვსე სართულზე, სადაც რათქმაუნდა ფოიეში არავინ არ არის, მაგრამ ღიაა ყველა ფლიგელის შესასვლელი კარი. ვაღებ ფლიგელს და ვხედავ პალატებია, გუმანი მკარნახობს, რომ რამე ისე ვერაა ვბრუნდები სასწრაფოდ და უკვე მეორე  ფლიგელის ღია კარში ხმამაღლა ვყვირი იქნებ ვინმემ გამომხედოს. ვიპოვე ექთანი, რომელიც მეუბნება, რომ ეს კოვიდ სართულია და მე წელიწადნახევარი კოვიდის შიშით სახლში გამოკეტილი თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. შევდივარ მენეჯერთან, რომ ავუხსნა, რომ შესაძლოა ნებისმიერი პაციენტი მოხვდეს ასე კოვიდიანებში, ჩემგან განსხვავებით შეიძლება სხვა მაგდენსაც ვერ მიხვდეს და ბოლომდე გავიდეს ადამიანის ძებნაში ფლიგელის ბოლოს და ჰოი საოცრებავ მენეჯერი ქალბატონი მეკითხება, რატომ მოვხვდი ამბულატორიული პაციენტის ლიფტით, ყოველგვარი ჩიპის გარეშე ჯერ კოვიდ სართულზე და მერე სრულად ღია კოვიდ კლინიკაში. მე რომ ეხლა კოვიდი დამემარგოს ვინაა პასუხისმგებელი? ვინმეს აქვს გაზომილი რა კონცენტრაციაა ამ სართულზე ასე ღიად რომაა მიტოვებული? და საერთოდ მე რომ 2 წელია ყველანაირ რეგულაციას ვიცავ და ამის წყალობით კოვიდი არ შემხვედრია რატომ მაყენებს კლინიკა თავისი უპასუხისმგებლობით რისკის ქვეშ”, -  წერს ეთია ჭიკაძე. 



“კომერსანტი” ეთია ჭიკაძეს პირადად  დაუკავშირდა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სახლში ჰყავს მცირე წლოვანი შვილი, გარდა ამისა აქვს  ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიერობის შემდეგ  დარჩა მაღალი D დიმერი, რის გამოც მისთვის კორონავირუსით დაინფიცირება მძიმე შედეგის მომტანი იქნება. 



“იმის გამო, რომ მეშინია კორონავირუსით დაინფიცირების და ვუფრთხილდები ყველაზე მთავარს  სიცოცხლეს  ძალიან ბევრ საკმაოდ  მაღალანაზღაურებად პროექტებზე ვთქვი უარი და ჩავიკეტე სახლში ჩემი დანაზოგის ამარა. არ ვმუშაობ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინდა ბავშვს  რამე  მოვუტანო,  ასევე  ვარ  თრომბოფილიპი, ანუ  ვითრომბები. ვზივარ წამალზე და  ჩემთვის კორონა  იქნება  ალბათ მომაკვდინებელი.  ვარ უაქტიურესი ადამიანი და კორონავირუსი აღმოჩნდა ერთადერთი, რამაც მე სახლში დამსვა“, -  აღნიშნა ეთია ჭიკაძემ. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up